საქართველოშისაუკუნის წინ არსებული კულტურის აღორძინება შპს ,,აგრო ზანამ“ გადაწყვიტა და ბრინჯის კულტურის წარმოება აბაშის რაიონში 11 ჰა ფართობზე დაიწყო. საჰექტარო მოსავლიანობამ 8 ტონას მიაღწია. მოსავლი საკმაოდ ხარისხიც მიღეს. კომპანია მიღებული მოსავალის სათესლედ გამოყენებას გეგმავს და მომავალშისავარაუდოდ 200 ჰა ფათობზე იგეგმება ბრინჯის დათესვა.
კომპანია ბრინჯის წარმოების მთელ ციკლს თურქეთიდან მოწვეული აგრონომების კონსულტაციებით ახორციელებდა.
ბრინჯის კარგმა მოსავალმა ადგილობრივი მოსახლეობაც დააინტერესა და მომავალ წელს მცირე ფართობებზე შპს ,,გრო ზანას“ დახმარებითა და კონსულტაციებით ბრინჯის წარმოებას ისინიც გეგმავენ.
წელს, მოსავლის აღებისათვის კომპანია ,,აგრო ზანამ“ სპეციალური ბრინჯის ამღები კომბაინიც შეიძინა, რომლის გამოყენებასაც მომავალში მოსახლეობასაც შეძლებს.
მომავალ წელს კომპანია ,,აგრო ზანა“ ბრინჯის გადამამუშავებელი დანადგარების შეძენასაც გეგმავს, რაც უზრუნველყოფს მიღებული ბრინჯის საკვებად გამოყენებას.
მასალის გამოყენების პირობები






