''მთავრობა ყველა იმ ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა კორონავირუსმა მინიმალური ზეგავალენა მოახდინოს ქართულ ეკონომიკაზე''- გახარია
პოლიტიკა - 11:34, 05 Mar, 2020     878

საქართველოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე, დღეს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთვარობის სხდომაზე შეაფასა. მისივე თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე გლობალური ეკონომიკის შემცირების პროგნოზიც შეგვიძლია გავაკეთოთ.

გახარიას განმარტებით, გავრცელებულმა კორონავირუსმა, ქართულ ეკონომიკაზე მცირე ზეგავლენა მოახდინე, კონკრეტულად ტურიზმის სფეროს და ეს პრობლემა რა თქმა უნდა მთავრობის მოსაგვარებელია.

„მოგეხსენებათ, კორონავარისუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი უწყებათაშორისი საბჭო აგრძელებს აქტიურ მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილავთ პირველ რიგში ეკონომიკიზე ზემოქმედების შემსუბუქებას. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკის შემცირების უკვე სერიზოული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, გარკვეული ზეგავლენა, მცირედი ზეგავლენა ჯერჯერობით, დღევანდელი დღისთვის უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში იმ დარგებზე, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა ვირუსმა მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს ქართულ ეკონომიკაზე.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელშია, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განამვლობაში გლობალური გამოწვევების წინაშე სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა შეიძინა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეს. ამისთვის შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა. ეკონომიკის სამინისტრო უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვდება დარგს, პირველ რიგში ტურისტულ დარგს და იმ დარგებს, რომლის გადაცემის ეფექტი ტურიზმიდან არის საკმაოდ სერიოზული. ჩვენ ერთობლივად, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ზეგავლენა მინიმიზირებული იყოს“ - განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42