დღეს, გლდანის პენიტენციალურ და მსჯავრდებულთა განყოფილებაში მოხდება, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, სასჯელის გადავედების საკითხის განხილვა, რომელიც ადვოკატის შუამდგომლობით წარმიმართება.
ადამიანთა უფლებებისა და მონიტორინგის თქმით, დეკანოზის მძიმე მდგომარეობას შესაბამისი დოკუმენტაციაც ადასტურებს. სწორედ ეს უნდა გახდეს სასჯელის გადავადების საფუძველი. შუამდგომლობა 27 თებერვლამდე უნდა განეხილათ საქალაქო სასამართლოში, მაგრამ მამალძემ თავად განაცხადა უარი სასმართლოში ეტაპირებაზე.
დეკანოზის ადვოკატის, ქეთევან ჩუთლაშვილის თქმით, იმედია საქალაქო სასამართლო მიუკერძოებლად შეაფასებს, დეკანოზის მდგომარეობასა და გაითვალისწინებს ექპერტიზის მოსაზრებასაც.
''სასამრთლოზე განვიხილავთ სამედიცნო ექპერტიზის დასკვნებს, რომლებიც ადასტურებენ მამალაძის ჯანმრთელობს მდგომარებას, რის საფუძველზეც აუცილებლად უნდა მოხდეს განაჩენის აღსრულების გადავდება. ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური კონტექსტი, ვიიმედოვნებ რომ სასმართლო იქნება მიუკერძოებული, შესაბამისად შეაფასებს ჩვენს მიერ წარდგენილ მტკიცებულებას, გაიზიარებს ეპერტიზთა მოსაზრებასა და დააკმაყოფილებს ჩვენს შუამდგომლობას.''- დეკანოზის ადვოკატი.
მასალის გამოყენების პირობები






