შალვა თადუმაძის ქონება - საია შემოსავლების შესახებ დეკლარაციის მონიტორინგის შედეგის გასაჯაროებას ითხოვს
პოლიტიკა - 10:34, 05 Mar, 2020     773

საია შალვა თადუმაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგის გასაჯაროებას ითხოვს "ნიუპოსტი" საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციებში ასახული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმებას. ამ მიზნით დეკლარაციები შეირჩევა სამი გზით: ა) ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითობის პრინციპით; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადებით; გ) დამოუკიდებელი კომისიის მიერ.[1]

2019 წელს ეს უკანასკნელი პირველად შეიქმნა და შედგებოდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლებისაგან. მასში ჩართული იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. გასული წლის 11 იანვარს კომისიის[2] მიერ შეირჩა 302 დეკლარანტი, მათ შორის შალვა თადუმაძე. კანონმდებლობის მიხედვით მონიტორინგის შედეგები ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ბიუროს მიერ ქვეყნდება[3]. 31 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი,[4] რომელშიც შალვა თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგი არ იყო ასახული.

ამის შემდეგ, საიამ საჯარო სამსახურის ბიუროსგან მოითხოვა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადაც მოცემული იქნებოდა შალვა თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგების საბოლოო ანგარიშში შეუტანლობის მიზეზები.[5] საჯარო სამსახურის ბიურომ ყოველგვარი განმარტების გარეშე უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე.[6] ერთადერთი შემთხვევა, როცა ბიუროს მონაცემების გაუცემლობის საფუძველი შესაძლოა ჰქონოდა, შალვა თადუმაძის მიერ დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანაა, რა დროსაც ბიურო ვალდებულია საქმე სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს[7]. მნიშვნელოვანია, რომ საიამ იდენტური ინფორმაცია გამოითხოვა სხვა რამდენიმე თანამდებობის პირზეც, რომლებიც ანალოგიურად არ მოხვდნენ ანგარიშში. ამ შემთხვევებში ბიურომ ინფორმაცია სრულყოფილად გასცა.

საია მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს გაასაჯაროოს შალვა თადუმაძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგი და განმარტოს მისი გასაიდუმლოების სამართლებრივი საფუძველი.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს საია საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.

[1] საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილება „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მე-4 მუხლი.

[2] 2019 წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 11 იანვრის სხდომის ოქმი #1, ხელმისაწვდომია: http://www.csb.gov.ge/media/1817/file.pdf, განახლებულია: 04.03.2020.

[3] საქართველოს კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, მე-181 მუხლი.

[4] 2019 წელს განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3cr9yyp, განახლებულია: 04.03.2020; 2019 წელს განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშის დანართი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/39gkLQy, განახლებულია: 04.03.2020.

[5] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2020 წლის 18 თებერვლის განცხადება #გ-04/37-20.

[6] საჯარო სამსახურის ბიუროს 2020 წლის 28 თებერვლის #გ1691 წერილი.

[7] საქართველოს კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, მე-181 მუხლის მე-13 პუნქტი"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42