უგულავას საქმე, პოლიტიკური სასამართლო და ჩაგდებული პროპორციული არჩევნები - მორიგი მწვავე გზავნილი პრემიერს ევროპარლამენტარებისგან
პოლიტიკა - 10:14, 05 Mar, 2020     1270
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიას ევროპარლამენტარები მორიგ მწვავე წერილს უგზავნიან.

წერილში შეშფოთებაა გამოთქმული დემოკრატიული პრინციპებიდან და კანონის უზენაესობიდან საქართველოს უკუსვლის გამო. ევროპარლამენტარები დაჟინებით მოითხოვენ, მთავრობამ შეასრულო დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემა.

ევროპარლამენტყარები წერილში პოლიტიკურ დევნაზეც ამახვილებენ ყურადღბას. წერილის ავტორების შეფასებით სასამართლოზე პოლიტიკური გავლენები იზრდება.

წერილში მოყვანილია ბიძინა ივანიშვილის ის განცხადება, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოპოზიციის წევრებს ციხით დაემუქრა.

დოკუმენტში მოხვდა, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გაცოცხლებული საქმეები.

გიგი უგულავას საქმეზე ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს.

„ევროპარლამენტის წევრებმა უნდა გამოვხატოთ წუხილი კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპებისგან საქართველოს უკუსვლის გამო. სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს და ამაში როლი უმრავლესობის ნაწილმა ითამაშა. ქართული საზოგადოების აშკარა პოლარიზაცია არის საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების არასტიმულირების სტატუს-კვოს შედეგი. მივესალმებით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგს და ვიმედოვნებთ პრობლემები მალე მოგვარდება. დაჟინებით მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან მოამზადოს დაპირებული ზომები პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის შემდგომი შეფერხების გარეშე.

მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ მოსამართლეები, რომლებიც უნდა აირჩიონ, აკმაყოფილებდნენ უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს. აუცილებელია მიღწეული შედეგის კონსოლიდაცია კანონის უზენაესობის დასაცავად და სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენის შესაჩერებლად. როგორც ჩანს, პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე იზრდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ოპოზიციას ციხეში დროის გატარებით დაემუქრა და იმას, რომ ძველი საქმეები ხელახლა იხსნება. ნიშანდობლივია, რომ გიგი უგულავას ბოლო დროინდელი საქმე ბადებს კითხვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივის, დროში დამთხვევებსა და პროცედურის მიმართ“, - ნათქვამია წერილში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42