ტვიტერის სოციალურ გვერდებზე აქტიურად ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ასახულია რუსეთის ავიაციის მიერ სირიის პროვინცია იდლიბში დაბომბვის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები. რუსეთის საჰაერო ძალებმა 3 მარტს იერიში მიიტანეს ქალაქ იდლიბის ბაზარზე, რომლის დროსაც სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები აღმოჩნდნენ- დაიღუპა 9 ადამიანი, რომელთა შორის 5 ბავშვია. ვიდეოზე აღბეჭდილია დაღუპულ სირიელთა შელახული დანაწევრებული და დასახიჩრებული გვამები.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სირიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის. სირიის არმია თავის მხრივ ზურგს უმაგრებს რუსული ავიაცია, ასადის მოწინააღმდეგე სამხედრო დაჯგუფებებთან კოორდინაციაში კი თურქეთის რეგულარული არმია მოქმედებს, რომლებიც ინტენსიურად ბომბაბენ ოფიციალური დამასკოს დაქვემდებარებაში არსებულ საბრძოლო შენაერთებს. შეტაკებები ამ დრომდე აქტიურ ფაზაშია სტრატეგიულ ქალაქ სარაქიბთან, რომელიც აქტიურად მუშავდება დაპირისპირებულ მხარეთაგან ავიაციითა და საარტილერიო დანადგარებით.
მასალის გამოყენების პირობები






