პრეზიდენტის შემაჯამებელ გამოსვლას კრიტიკულად აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა, მისივე თქმით ზურაბიშვილი ამ დროისათვის ბუტაფორიულ როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკაში,
''ადამიანს რომელსაც საპრეზიდენტო სკამი ივანიშვლმა უყიდა, იმდენად ბუტაფორიული როლი აქვს სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში, რომ ოპოზციამ ღირსადაც არ ჩათვალა რაიმე საპროტესტო მოქმედბები დაგვეგემა, როცა ის მივიდა პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, როცა იქნება ახალი მთავრობა, რომელიც იქნება ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებული, ვისაც მოუწევს ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე მსჯელობა და მოხდება ისეთი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც რეალურად დაინახავს ხალხისა და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსაც, ასევე დადებით როლს ითამაშებს ქვეყნის პოლიტიკაში, ნაცვლად იმ ბუტაფორიული როლისა, რასაც ახლა პრეზიდენტი ჰქვია.'' - ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






