საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ გამოსვლას კრიტიკულად გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე. მისივე თქმით ზურაბიშვილი თითქოს შეწუხებული იყო რომ ოპოზიცია არ ესწრებოდა სიტყვით გამოსვლას. პრეზიდენტმა ასევე ოპოზიცია გააკრიტიკა, რადაგან საერთაშორისო პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია აქვთ საარჩევნო სისტემაზე.
''სწორედ იმიტომ ვართ გარეთ, ბოიკოტის მდგომარეობაში, რომ ზუსტად ივანიშვილის დამსახურებაა, მსოფლიოს წინაშე, გაეროში, მსოფლიო ყველაზე დიდ ტრიბუნაზე, მან ზურაბიშვილი გამოიყვანა და ააღებინა ვალდებულება რომ გამოეცხადებინა, საქართველო გადადის პროპორცოიულ საარჩევნო სისტემაზე. ახლა აქ მოდის, ნიანგის ცრემლებს ღვრის, რომ თურმე უნდა რომ დიალოგი გაგრძელდეს, სწყინს რომ ოპოზიცია არ არას სიტყვით გამოსვლაზე'' - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






