"რამდენიმე დღეში კონსტიტუციური პროექტი იქნება წარმოდგენილი, რომელშიც გათვალისწინებით იქნება ე.წ 40%-იანი პრინციპი. პრინციპი, რომელის მიხედვითაც პარტია, რომელიც ნებისმიერი კონფიგურაციით, მოიპოვებს 40%-ზე ნაკლებს, ვერ შეძლებს, დააკომპლექტოს მთავრობა ანუ მიიღოს 75 მანდატზე მეტი. მე მგონია, რომ შეთანხმება მართლაც შედეგით დასრულდება",- განაცხადა მდინარაძემ და იქვე დასძინა, რომ "2016 წლის არჩევნები რომ ჩატარებულიყო იმ მოდელით, რასაც ახლა ოპოზიციას სთავაზობენ, ქართული ოცნება იმავე შედეგს მიიღებდა, რასაც პროპორციული არჩევნების პირობებში 5%-იანი ბარიერით".
რაც შეეხება ბარიერს, მდინარაძემ ამ თემაზე თქვა, რომ ამაზე ოპოზიციური პარტიები უნდა შეთანხმდნენ.
„რამდენპროცენტიანსაც მოისურვებენ, იმდენზე მივყვებით და ავსახავთ შესაბამის პროექტში", - თქვა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






