ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ეხმაურება მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ საარჩევნო მექანიზმს, რომლის თანახმადაც, თუ რომელიმე პარტია მიიღებს 40% ნაკლებ ხმას ან თუნდაც 40%-ს, პარტიას აეკრძალება სამთავრობო უმრავლესობის ჩამოყალიბება. ბოკუჩავას თქმით, ოცნების მიერ შემუშავებული საარჩევნო მექანიზმი ვერ უზრუნველჰყოფს არჩვენების ფუნდამეტურად ჩატარებას.
''თუ მისაღებია 40%-იანი პრინციპი, თარგმნონ კონკრეტულ რიცხვებში, რაც რომ დავასახელოთ, იქნება ან 125/25-ზე ან 130/20-ზე, დადონ ეს მოლაპარაკების მაგიდაზე და, ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურ მოქნილობას გამოვიჩენთ შემოთავაზებულ მოდელთან. საუბარია სხვა რამეზე, 40%-იან ჩამკეტზე, რომელიც არის არასათანადო მექანიზმი იმისთვის, რომ უზრუნველყონ ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც ვერცერთი პარტია, რომელსაც არ გააჩნია 40%-იანი მხარდაჭერა, ვერ აკომპლექტებს მთავრობას. ეს ჩამკეტი არის არასათანადო, ჩვენთვის მისაღებია ის, რომ ჩამკეტის ნაცვლად გამოყენებული იყოს კონკრეტული რიცხვები ”- აცხადებს ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






