ბურჯანაძის მოწოდება ზურაბიშვილს: ზურაბიშვილს შეუძლია, პოლიტპატიმრებთან მიმართებაში პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს
პოლიტიკა - 13:22, 04 Mar, 2020     909

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, პოლიტიკურ პროცესებში სერიოზული, პოზიტიური წვლილი შეიტანოს.

ბურჯანაძე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში პოზიტიური როლის შეასრულოს.

„ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის არ არის კარგი, როდესაც გყავს პრეზიდენტი, რომელსაც საპრეზიდენტო სავარძელი უყიდეს, რომელმაც თავისი პრეზიდენტობა დაიწყო ტყუილით, თითქოს არის დამოუკიდებელი კანდიდატი. მეორე ტურის დროს ბანერებზე დავინახეთ სალომე ზურაბიშვილის სახელისა და გვარის თავზე ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების ფოტოები. აქ არაფერი გასაოცარი არ არის, თუმცა ახლა სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, პოლიტიკურ პროცესებში, რომელსაც ის გაურბის და ხან არქეოლოგიაზე ლაპარაკობს, ხან მუსიკაზე, სერიოზული, პოზიტიური წვლილი შეიტანოს. მოვუწოდებ, თავისივე განცხადების რეალიზება მოახდინოს, როდესაც თქვა, რომ სურს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში პოზიტიური როლი შეასრულოს. მას შეუძლია, კონკრეტულად პოლიტპატიმრებთან მიმართებაში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება და ამით შეუწყოს ხელი პრობლემების მოგვარებას, პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას და წინასაარჩევნო გარემოს ყველასათვის კომფორტულ რეჟიმში გადაყვანას. ეს იქნება რეალური საქმე და არა ის, რომ საქართველოს რეალური პრიორიტეტები თურმე არქეოლოგია უნდა იყოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42