ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.
კარლ ჰარცელის თქმით, ოპოზიცია, ისე ხელისუფლება კომპრომისისთვის მზად არი, თუმცა სირთულეები რჩება.
"ჯერჯერობით ნათელი არაა, რა იქნება, მაგრამ კარგია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან, მზად არის, რომ განსაზღვრული ნაბიჯები გადადგას და კომპრომისზე წავიდეს. არსებობს სხვადასხვა სცენარი იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არაფერი არ არის გარანტირებული, მაგრამ შეთანხმება თუ შედგება, ეს იქნება ძალიან დიდი სიკეთის მომტანი ქვეყნისთვის. ეს წარმატება დიალოგში საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იქნება ნიშანი, რომ საქართველოში მიმდინარეობს ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სირთულეები ჯერ კიდევ არსებობს”, – თქვა კარლ ჰარცელმა. კომენტარის თარგმანი ტვ პირველმა გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






