"ოცნება" გაერთიანებულ ოპოზიციაში განხეთქილების დათესვას ცდილობს? - "ენმ და მისი განაყოფი პარტია ხალხის ინტერესებით, ხმებით და მანდატებით ვაჭრობს"
პოლიტიკა - 18:04, 03 Mar, 2020     1272

პარლამენტის თავმჯდომარის თავდასხმა ოპოზიციაზე - არჩილ თალაკვაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა და "მისი განაყოფი პარტია" ხალხის ინტერესებით, ხმებით და მანდატებით ვაჭრობს.

მეტიც, თალაკვაძე ამბობს, რომ ეს ძალები მაქსიმალურად ცდილობენ "ტყვეობაში აიყვანონ მთელი ოპოზიციური სპექტრი".

"ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელსაც აქვს დაბალი მხარდაჭერა და ჰყავთ ძალიან მძიმე ბიოგრაფიის ლიდერები, რომლებიც საარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ, მაღალი ალბათობით, ამ კვირაში ბოლოჯერ გაააქტიურებენ თავიანთ ლობისტურ კონტაქტებს და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მიიღონ გარედან ისეთი ტიპის მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება შიდა მოლაპარაკებებში გამოადგეთ ამ მანდატებით ვაჭრობის პროცესში," - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციაზე საუბრისას თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ენმ-სა და "მისი განაყოფის" გარდა, აფასებს ხელისუფლების შეთავზებებს და პირობებს.

"ვხედავ რა ოპოზიციის ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის კონსტრუქციულ პოზიციებს და მათ შორის ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები სახეზეა, მე იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმება მოხდება."- ამბობს თალაკვაძე და დასძენს, რომ ენმ და "ევროპული საქართველო" შეეცდება როგორმე თავი აარიდონ შეთანხმებას:

"ოპოზიციის ეს ნაწილი, ვინც პასუხისმგებელია წარსულში უმძიმეს სისტემურ ჩავარდნებზე, დანაშაულებზე და პოლიტიკურ მანიპულაციებზე, მათ შორის არჩევნების გაყალბებაზე, ეს ადამიანები ცდილობენ ჩაშალონ დიალოგი. ის ვინც ჩაშლის ამ დიალოგს და შეთანხმებას, ვალდებული იქნება და მოუწევს აუხსნას ჩვენი საზოგადოებისთვის და დასავლელ პარტნიორებისთვის, თუ რა იყო რეალურად ის მოტივაცია, რის გამოც შეთანხმებას ხელი შეუშალეს. ახლა ოპოზიციის ეს ნაწილი დგას ტესტის წინაშე, სურთ თუ არა მათ რეალურად დემოკრატიული არჩევნები, თუ მათ სურთ, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ივაჭრონ საზოგადოების ინტერესებით, ხმებით და მანდატებით," - ამბობს თალაკვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42