''ივანიშვილის გარემოცვის გამო, საქართველო იფუჭებს საგარეო პოლიტიკას''- ბოკერია კინზიგერის განცხადებაზე
პოლიტიკა - 16:13, 03 Mar, 2020     862

აშშ-ს რესპუბლიკერი კონგრესმენის, ადამ კინზიგერის ახალ ინტერვიუს საქართველოში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის შეფასება მოჰყვა, მათ შორის, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის გარემოცვის გამო, საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, საქართველო იფუჭებს საგარეო პოლიტიკას. ეს ყველაფერი კი საქართველოს საგარეო პოლიტიკას ზიანს მოუტანს.

''ზოგადად, პარტნიორებს შორის ასეთი რეაქცია გამოიწვია იმან, თუ როგორ მოიქცნენ ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და "მისი პოლიტიკური მასხარები პრაგმატულად ყველა ჩვენს მეგობარს აქვს ინტერესი, რომ მის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ეს ადამიანები, ეს უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა, საკუთარი ამ ბრიყვული გათვლის გამო, რომ ასე შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, შარში გვხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან. ეს ყველაფერი საქართველოსთვის ზიანის მიმყენებელი ვითარებაა, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილმა შეიყვანა,"- ამბობს ბოკერია.

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ კარგი იქნება თუ ივანიშვილი და მისი გარემოცვა გაიაზრებს რა გზაზე დგანან ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ აქვთ ჯერ კიდევ მცირე დრო გონზე მოსასვლელად.

"კარგი იქნება, თუ ივანიშვილი გააცნობიერებს იმას, რა გზაზე დადგა უკვე თვეებია. თუ ამას გააცნობიერებს, მათ შორის ამ გზავნილების შედეგად, ჯერ კიდევ აქვს პატარა დრო გონზე მოსასვლელად,’’- ბოკერია

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესმენმა კინზინგერმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა. გარდა იმისა, რომ მისი თქმით, მოულოდნელი იქნება ის, რასაც აშშ მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით პროგრესს ვერ დაინახავს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42