ვაშაძის თქმით, გაცილებით უფრო მწვავე შეფასება იქნება, უფრო მაღალი რანგის სახელმწიფო პირებისგან საქართველოსადმი, თუ არ შეიცველბა პოლიტიკური სიტუაცია.
''გაცილებით უფრო მწვავე განცხადებები იქნება, გაცილებით უფრო მაღალი სახელმწიფო არჩევითი ან სახელმწიფო თანამდებობის პირებისგან, დამიჯერეთ''- ვაშაზეძე
გრიგოლ ვაშაძე ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს საქართველოში დიდი ძალისხმევა და კაპიტალი აქვს ჩადებული და ასეთ რთულ სიტუაციაში არ დატოვებენ საქართველოს.
''საქართველოში ისეთი კაპიტალი აქვს შეერთებულ შტატებს ჩადებული, იმდენი ძალისხმევა აქვს გაღებული, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნდეს და განმტკიცდეს, რომ ასე უბრალოდ, ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველოში და გაუბედურებულ მდგომარეობაში ჩვენს სახელმწიფოს ჩვენი მოკავშირეები და საქართველოს მოქალაქეები არ დატოვებენ’’- განცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






