''ვდგავართ საკმაოდ დიდი საფრთხეების წინაშე და თუ ასეთ „სირაქლემას პოზაში“ განვაგრძობთ ყოფნას, პანიკა გარდაუვალლი იქნება'' - ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 13:19, 03 Mar, 2020     621

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს და ხელისუფლებას მოუწოდებს ამ ფორსმაჟორულ სიტუაციასთან დაკავშირებით ის კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს, სადაც ყველა შესაძლო ცუდი შედეგი იქნება ასახული. მისივე თქმით საქართველოში ეკონომიკის მხრივ დიდი საფრთხეები არსებობს, პანიკა იქნება გარდაუვალი.

„დღეს არა მარტო ჯანდაცვის, ეკონომიკის მხრივ ვდგავართ საკმაოდ დიდი საფრთხეების წინაშე და თუ ასეთ „სირაქლემას პოზაში“ განვაგრძობთ ყოფნას და არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, პანიკა იქნება გარდაუვალი''- ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძის განმარტებით პირველ რიგში სერიოზული ღონისძიებებია გასატარებელი იმ ოთხ ძირითად სფეროში, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკაა დამოკიდებული და სადა პირველ რიგში უნდა იყოს სახელმწიფოს როლი გაძლიერებული.

1.ფინანსური სფერო - უნდა გატარდეს ისეთი გარკვეული ღონისძიებები, რაც მოსახლეობას დაიცავს გაკოტრებისგან, გაღარიბებისგან, თანხების დაკარგვისგან და შესაძლებლობას მისცემს სესხების და აღებული ვალდებულებების დაფარვას;

2. ჯანდაცვის სფერო - აბსოლუტურად უნდა გამოირიცხოს კომერციული ნაწილი, სააფთიაქო ქსელებს გამდიდრების საშუალება რომ არ მიეცეთ, სხვისი უბედურების ხარჯზე;

3. საწვავი - ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საწვავის მარაგი, ის რაც დაგვჭირდება გაზაფხულზე, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის. კრიზისის განვითარების შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დეფიციტი რომ არ შეიქმნას, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელი სწორედ ირანია;

4. ხორბალი - საქართველოში ხორბლის 80-85 % იმპორტი ხორციელდება და სახელმწიფოს აქაც ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.

ეს ყველაფერი დღეს კერძო სტრუქტურების ხელშია და რადგან კერძო სტრუქტურებს ჩვენ ვერ დავავალდებულებთ, აი ამიტომ, სწორედ სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ქმედითუნარიანობა, რომ ქვეყანაში არ იყოს პანიკა თუნდაც საწვავის, ან სურსათის მიმართებაში. რადგან მარტო ტურისტების რეგულირება და უბრალო სტატისტების როლში ყოფნა, ინფორმირება, ვინ რომელ კარანტინშია გადაყვანილი, ხალხს ვერ გადაარჩენს.

ამისთვის, კრიზისით გამოწვეული შედეგები თანაბრად უნდა გადანაწილდეს ყველა ეკონომიკურ სუბიექტზე, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებზეც, რადგან ამ გარემოში ფინანსური ვალდებულებების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებებლი გახდება.

სხვა შემთხვევაში, დღეს თუ ადამიანების ნაწილი ჯანმრთელობის გამო არიან კარანტინში, ხვალ შესაძლოა ფინანსურ კარანტინში მოვხვდეთ, ან ეკონომიკურ კოლაფსის წინაშე აღმოვჩნდეთ.”- აცხადებს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42