"პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს. ახლა ოპოზიციამ უნდა აიღოს"- მმართველ გუნდში კიზინგერის გზავნილებს აფასებენ
პოლიტიკა - 14:19, 03 Mar, 2020     753

მამუკა მდინარაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერის მწვავე განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, მაღალჩინოსნის მიერ გაკეთებული განცხადება ეხება, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.

„ჩვენი მეგობრის, ადამ კინზინგერის გზავნილები ერთი პერიოდი ძალიან კრიტიკული იყო, ამის შემდეგ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. მას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შეხვდა. ამის შემდეგ, ნახეთ, მისი განცხადებები რა პათოსით იყო გაკეთებული. მისი დღევანდელი განცხადება გაკეთებულია ორივე მხარის მიმართ. ვინც ქვეყანაზე ობიექტურად ფიქრობს, კარგად ესმის, რომ მოლაპარაკება და შედეგი მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაზე“ რაც იყო დამოკიდებული, პარტიის მხრიდან კომპრომისი დაიდო.

„პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს. ახლა ოპოზიციამ უნდა აიღოს. ადამ კინზინგერი არის საქართველოს მეგობარი. მისი მოტივაცია არის მხოლოდ საქართველოში პროგრესი, რაც სახეზეა. საქართველოში არსებული პროგრესი თუ უნდა შეივსოს კიდევ ერთი კომპონენტით, რასაც შეთანხმება ჰქვია, ამ შეთანხმებაში პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად გვეკისრება. ჩვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე გვაქვს გათავისებული. ოპოზიციას ისეთ საარჩევნო სისტემას ვთავაზობთ, რაც ყველა მიმართულებით მათ შორის პროპორციულის თვალსაზრისით, 40-პროცენტიანი დაზღვევით და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გარანტიით. ჩვენ ყველანაირ ნაბიჯსა და დათმობაზე წავედით, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათი გადასაწყვეტია, შეთავაზებას დაეთანხმებიან თუ საბაბს მოიგონებენ, რაც შეიძლება ჩაშლის საფუძველი გახდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42