ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ანაკლიის ღმაწყლოვან პორტზე ისაუბრა.
კინზინგერის განცხადებით, მან მთავრობისგან მიიღო დაპირებები, რომ ისინი გააგრძელებენ დასავლელლი პარტნიორების ძიებას.
„არ ვიცი რამდენადაა საფრთხის ქვეშ, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ. პორტზე ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ ის ძალზედ მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საქართველოსთვის. უბრალოდ, საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას უნდა შეავლო თვალი და დაინახავ, და ეს ქართველებმა ყველაზე კარგად იციან.
"საქართველოს გარდა, ტვირთის უმეტესობა ირანისა და რუსეთის გავლით გადის, და ჩვენ გვინდა, ეს როლი საქართველოს ჰქონდეს. ეს პორტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ამას ძალიან ხშირად ვიმეორებთ. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო პასუხები მივიღე ამ თემაზე. მაგრამ მთავრობამ მომცა გარანტია, რომ ისინი გააგრძელებენ დასავლელი პარტნიორების ძიებას და იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლეა“, - განაცხადა კინზინგერმა.
მასალის გამოყენების პირობები






