კანონმდებლობის თანახმად, ამის შემდეგ მედიაციის პროცესი უნდა დაიწყოს, რომელშიც როგორც ტელევიზიის თანამშრომლები და მენეჯმენტის, ასევე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო უნდა ჩაერთოს.
როგირც ცნობილია, შეთანხმება 21 დღეში უნდა შედგეს. კონჯრეტული შეთანხმება თუ არა მოხდა, მაუწყებლის თანამშრომლები გაფიცვას აპირებენ.
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ითხოვენ:
საშტატო ცვლილებებამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას, რაც მაუწყებლიდან გაშვებული თანაშრომლების აღდგენას გულისხმობს.
სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებს.
შრომის უფლებების დაცვას, რაც, ტელევიზიის თანამშრომლების თქმით, სარედაქციო დამოუკიდებლობასთან პირდაპირ კავშირშია - იმ ადამიანებმა, რომელიც მას ქმნიან, თავი დაცულად უნდა იგრძნონ.
მენეჯმენტმა წარმოადგინოს არხის მართვის სტრატეგიული გეგმა.
აჭარის ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ თანამშრომლების მოთხოვნებს არ იცნობს, თუმცა, კონსულტაციებისთვის მზად არის.
მასალის გამოყენების პირობები






