"საქართველო ევროპაში არის ერთ-ერთი საუკეთესო კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით" - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 18:30, 02 Mar, 2020     909
საქართველო ევროპაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით - ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით როდესაც კორონა ვირუსის საფრთხე ჩაივლის მერე გამოჩნდება თუ როგორ ღირსეულად ებრძოდა ვირუსს საქართველო. პარლამენტის თავმჯდომარემ ექთნებს, ექიმებს, ეპიდემილოგებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც საზღვრებზე მუშაობენ მადლობა გადაუხადა პროფესიონალურად მუშაობისთვის.

„საქართველოში აქტიური ღონისძიებები ხორციელდება კორონავირუსის წინააღმდეგ. მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ეპიდემიური კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების მიმართულებით და მინდა გითხრათ, რომ საქართველო ევროპაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენმა ქვეყანამ, მთავრობამ, ხელისუფლებამ მიიღო ყველაზე სწრაფი და ეფექტური ზომები იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ინფექციის გავრცელების შეკავება. დარწმუნებული ვარ, როცა ინფექციის გავრცელების ეს ტალღა ჩაივლის, ჩვენ ნათლად დავინახავთ თუ რა შედეგები გამოიღო ჩვენს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, ასევე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, თანამშრომლებს - ექთნებს, ექიმებს, ეპიდემილოგებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც საზღვრებზე მუშაობენ და ჩართულნი არიან ეპიდემიური კონტროლის ღონისძიებებში.

ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში მომატებულ მომართვიანობას ეფექტურად პასუხობენ. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც ჩაერთო ეპიდემიის წინააღმდეგ საერთო ღონისძიებებში. ის მინიმალური სტანდარტი, რაც მოთხოვნილია დაწესებულებებში, სადაც საზოგადოების თავშეყრა ხდება, ან ღონისძიებების გამართვა, საქართველოს პარლამენტსაც უკვე აქვს დამონტაჟებული დისპენსერები, სადაც სადეზინფექციო საშუალებებით შეიძლება მოქალაქეებმა ისარგებლონ. ხდება და პერიოდულად გაგრძელდება ზედაპირების, სადაც ჩვენ ყველაზე ხშირი შეხება გვაქვს, დამუშავება სპეციალური ხსნარებით. ეს აჩვენებს ჩვენი ქვეყნის მზადყოფნას, სამსახურებს შორის კოორდინაციის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი არის და იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დამოკიდებულება იმაში, რომ მათაც გაიზიარონ და ხელი შეუწყონ მაქსიმალურად იმ ღონისძიებებს, რომელიც პრევენციას ემსახურება, - განაცხადა თალაკვაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42