''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა განცხადება მმართველ გუნდთან შეთანხმებაზე, მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია–პროპორციული ან პროპორციულთან დაახლოვებული არჩევნები, პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.
''მომლაპრაკებლებს რომელსაც ჩვენ მოვუყევით რაც მოსაყოლი იყო, არაფორმალურ განხილვებზე, მათ შორს იმ იდეების კომპელქსზე რომლითაც ხელისფულება მოდიოდა ამ არაფორმალურ შეხვედრებზე. ის რაზეც ჩვენ ვპასუხობდით ამ კონსულტაციების დროს, პირველ რიგში ეს იდეები არის მიუღებელი, რადგან თუ დეტალებში დავიწყებთ საუბარს, კეთილი ინებონ, მეორე ბრიფინგი გააკეთონ და საზოგადოებას მოუყვნენ რატომ ვერ შედგა მოლაპარაკება, მათ პასუხისმგებლობა აქვთ საზოგადოებასთან, ჩვენ არცერთ იდეას გავიტანთ მაგიდის იქით და მეორე. რას აპირებენ პოლიტიკურ დევნაზე ? პოლიტპატიმრების გათავისფლებაზე? გამოვიდნენ ჩვენთან ერთად და მოუყვნენ საზოგადოებას რას აპირებენ. არ ვაპირებ დეტალებზე ვილაპარაკო მაგიდის იქით’’- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 130/20-ზე პროპორციულობის პრინციპს თუ დაეთანხმება, პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან ოპოზიციას, რომ მას დათანხმდეს.
მასალის გამოყენების პირობები






