"პოლიტ. დევნის შეწყვეტა და არსებითად პროპორციული სისტემა" - ოპოზიციის მოთხოვნა ხელისფლებას
პოლიტიკა - 14:43, 02 Mar, 2020     1004

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, არსებითად პროპორციული სისტემა, მანდატების 130/20-ზე განაწილების პრინციპი - ასეთია "გაერთიანებული ოპოზიციის" პასუხი ხელისუფლებას.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით,თუ ჩამოთვლილი მოთხოვნები არ შესრულდება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება და ნორმალიზაცია ვერ მოხდება.

"ორივე კომპონენტი უნდა დაკმაყოფილდეს, რომ იყოს რაიმე შეთანხმება ევროპულ საქართველოსთან, ოღონდ იმ ილეთს, თუ "ტრიუკს", რაც უყვართ ხოლმე, რომ აი, რასაც ითხოვდნენ, იმას ხმას არ მისცემენ და გაიქცევიან მერე პარტნიორებთან და ეტყვიან, ნახე, რა უცნაური ხალხიაო, ხმას მივცემთ, რაც კარგი იქნება ქვეყნისთვის, იმას. პროპორციული არჩევნები რომ შემოიტანოს, ხმა არ უნდა მივცეთ?" - ამბობს გიგა ბოკერია.

რაც შეეხება ქართული ოცნების ახალ შეთავაზებას, ბოკერია მას "ბოდვა, იაფფასიანი ვირეშმაკობას" უწოდებს.

"მორალურად გატეხილები არიან და ცდილობენ, რომ აქ საზოგადოების ნაწილი მოატყუონ და გარეთ პარტნიორები, რომ რაღაც ქნეს, რა თქმა უნდა, არ მივცემთ ამის საშუალებას,"- უთხრა მედიას ბოკერიამ.

"არც 110/40-ზე, არც 120/30-ზე. რაც ვთქვით, მხოლოდ იმას მივცემთ ხმას,"- ამბობს ბოკერია.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ინოიციტივით, საარჩევნო სისტემაში ჩადებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რაც პარტიას, რომელიც მიიღებს 40%-ს ან 40%-ზე ნაკლებს არჩევნებში, უკრძალავს პრაქტიკულ და თეორიულ შანსს, რომ დამოუკიდებლად შეკრას უმრავლესობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42