საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განცხადებას აკეთებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მისივე თქმით მმართველმა ხელისუფლებამ ყველა სამართლიანი შეთავაზება გააკეთა ქვეყნის ოპოზიციასთან, ხოლო ოპოზციის ერთი ნაწილის მხრიდან ჩანს შედეგის მქონე დამოკიდებულება, რასაც მმართველი ხელისფულება მიესალება დიალოგის წარმატებით დასრულებას. მან ასევე განმარტა რომ 40%-იანი საარჩევნო პრინციპი თავდაპირველად ოპოზიციის პრინციპული მოთხვონა იყო.
„დარწმუნებული ვარ, თუ ოპოზიციას რეალურად სურს დემოკრატიული არჩევნები, მაშინ დღეს მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ყველა ის ძირითადი პირობა, რაზეც შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია, თუ მათ არ აქვთ სხვა გეგმა, რომელზე განმარტების მიცემაც მოუწევთ საზოგადოებისთვის, თუ მოლაპარაკებას ჩაშლიან. ჩვენ აშშ-თან, ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან ერთად მხარს ვუჭერთ დიალოგის წარმატებით დასრულებას და მზად ვართ, ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი. მედიაში ვხედავთ ოპოზიციის ერთეული წევრების მხრიდან გარკვეულ სპეკულაციებს. მათ სურთ, თავი ყველაზე ძლიერებად და პირველებად წარმოაჩინონ. სინამდვილეში ეს ასე არ არის. განცხადებები არღვევს იმ შეთანხმებას, რომელიც ამ მოლაპარაკებების პერიოდში გვქონდა, რადგან დეტალებზე ოფიციალურად არ ვსაუბრობთ შემდეგი დიალოგის დანიშვნამდე. იმის მცდელობა, თითქოს დღეს 40 პროცენტიანი პრინციპი მათთვის მიუღებელია, ესეც სპეკულაციაა, ვინაიდან სწორედ ოპოზიცია ითხოვდა პრინციპულად 40 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას. ეს არა ჩვენი შეთავაზება, არამედ ნაბიჯი იყო, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით ვინმემ ამ ქვეყანაში მთავრობა უნდა დააკომპლექტოს. პირიქით, ჩვენ ყოველთვის გვქონდა 40 პროცენტზე მაღალი შედეგი და ვფიქრობთ, მომავალ არჩევნებშიც მივიღებთ უფრო მეტს“ ,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, თუ შეთანხმება ვერ შედგება, სახელისფულებო ოპოზიციას მოუწევს, ქართველ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, რატომ ჩაიშალა დიალოგი და ვერ შედგა პოლიტიკური შეთანხმება.
„დღეს არსებული შეთავაზებით მომგები პარტიები ნამდვილად მოიგებენ და ის, ვინც წააგებს, ნამდვილად, ობიექტურად წააგებს. ეს სისტემა უზრუნველყოფს, რომ ყველა იმდენ მხარდაჭერას მიიღებს, რამდენსაც რეალურად იმსახურებს. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩაშლის მოლაპარაკებას და არ დაეთანხმება იმ პირობებს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული სტატუსს კვო, რაც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში წერია, ოპოზიციას მოუწევს საზოგადოებისა და პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რატომ ჩაშალა მოლაპარაკებები“ ,- განცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






