11 მილიონ ლარამდე დახარჯული თანხა, საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ზრდა, ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნები"- რა ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში და რა წერია აუდიტის დასკვნაში
პოლიტიკა - 10:53, 02 Mar, 2020     687
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი ცინცაძე ლანჩხუღის მინიციპალიტეტში არსებულ მძიმე სურათზე "ნიუპოსტთან" საუბრობს.

ოპოზიციის წევრი სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის დასკვნას იშველიებს, საიდსანაც ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპ- ებისა და მერიის სამსახურის ფუნქციები იდენტურია. მხოლოდ 2017-2018 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ა(ა)იპ-თვის გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 11 მილიონ ლარამდე შეადგინა. დასაქმებულ პირთა რაოდენობამ 2017 წელს 1148, ხოლო 2018 წელს 1084 შეადგინა.

"შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ დასაქმებულ პირთა საშტატო რაოდენობა იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს საჭიროა. რაც აუდიტის მიერ გამოვლენილი სხვადასხვა ფაქტით დასტურდება.

ერთ-ერთ ფაქტზე დაყრდნობით 2017-2018 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ - "ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის" დაფინანსებაში 392 700 ლარი დახარჯა, სადაც 21 შტატიანი და 12 შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული პირი იყო დასაქმებული, ხოლო ჩამოყალიბებულია 5 განყოფილება, რომლებზე დაკისრებულ ფუნქციების შესრულება მერიაში არსებული სამსახურების მეშვეობითაც არის შესაძლებელი. გარდა ამისა ა(ა)იპ - " ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში" ფუნქციონირებს "მხარეთმცოდნეობის", "ვ.წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს" და "თ.ფირცხალაშვილის სახელობის შემოქმედთა" მუზეუმები.

იგივე მუზეუმები ლანჩხუთის სხვადასხვა შენობაში მდებარეობს, სადაც დასაქმებულია 16 პირი და მათზე გაცემული ხელფასების რაოდენობამ 2017-2018 წლებში 100 000 ლარამდე მიაღწია.

2018 წლის მარტიდან ასევე შეიქმნა ა(ა)იპ - "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი", სადაც 14 სხვადასხვა დარგის სპეციალისტია დასაქმებული, რომელთა ხელფასებზეც 43 200 ლარამდე დაიხარჯა 10 თვის განმავლობაში. ფუნქციურად კი ისინი მახათის გაყრით არიან დაკავებულნი და უსაქმურობაში სძვრებათ სულები. იმავე მოვალეობების შესასრულებლად კი მერიას შესაბამისი განყოფილების სპეციალისტები ჰყავს დასაქმებული და ისინი დამატებით ხრავენ ბიუჯეტის ფულს.

აუდიტის დასკვნიდან კი ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა არაგონივრული რაოდენობა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ზრდაა დაფიქსირებული, რაც ასევე ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნებზე მიგვანიშნებს. სარიშვილი და მისი ბანდა კი ჭაობისკენ მიექანება, რომლიდან ამოსვლაც ძალიან ძალიან ძნელი იქნება მათთვის, ვიანიდან ეს არის ჭაობი - სახელად "პოლიტიკური სანაგვე". აღნიშნულ სანაგვეზე კი მათ ის ხალხი გადაყრი და მოისვრის, რომელთა ფულებსაც ასე ურცხვად, ყოველგვარი სინდისისა და ნატამალის გარეშე იპარავენ"- აცხადებს გივი ცინცაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42