კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, რევაზ მეჭურჭლიშვილი ავრცელებს.
ინფექციონისტის განცხადებით, მათი ვირუსული დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
მეჭურშლიშვილის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად 24 ადამიანია მოთავსებული, საკარანტინო ზონაში კი 21 პაციენტი გადაიყვანეს.
„ამაჟამად გვყავს 24 პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში. გუშინ გვყავდა 36 პაციენტი, აქედან 24 პაციენტის ანალიზი წაიღეს ლუგარის ლაბორატორიაში. 19-ზე გვქონდა უარყოფითი პასუხი. მოხდა მათი კარანტინში გადაყვანა. სულ 21 პაციენტი გადავიყვანეთ სრულ კარანტინში, ანუ ამ 19-ს პლუს ძველი მიღებული ორი“,- განაცხადა ექიმმა. ამასთან, მისივე თქმით, საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე პაციენტის გადაყვანა ტემპერატურის ცვლილების გამო მოხდა. „საკარანტინო ზონიდან გადმოყვანას რაც შეეხება, მათი გადმოყვანა მოხდა ტემპერატურის გამო, რადგან იქ არ ჰქონდათ გაკეთებული ანალიზი“,- განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






