ინფორმაციას ადასტურებენ ადგილობრივები. "30 მეტრშია მეორე ღობე გაკეთებული. დაახლოებით იქნება 300 მეტრამდე, ერთი კვირის განმავლობაშია ეს გაკეთებული და თვითონ საოკუპაციო ხაზი გამყარებულია მავთულხლართებით" - აცხადებენ ადგილობივი მცხოვრებლები.
"ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ს საპატრულო ჯგუფმა ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად აღმოაჩინა ახალი საოკუპაციო ღობე სოფელ ერგნეთში, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ.
აღნიშნულ ფოტომასალაზე ჩანს "ძველი" მავთულხლართი და "ახალი" ღობე.
"ძველ" და "ახალ" ღობეებს შორის მინიმუმ 20-25 მეტრია მანძილი, რაც მთლიანი ღობის,რამდენიმე კილომეტრიანი სიგრძის გათვალისწინებით კვლავ დამატებით დათმობილ ჰექტრებს ნიშნავს.
შსს და სუსი რა თქმა უნდა ამ ფაქტზე იტყვიან, რომ იყო და არაფერი ახალი არ ხდება, თუმცა დასკვნების გაკეთება ძალიან მარტივია.
ორი ღობის ერთდროული არსებობა ლოგიკას მოკლებულია, ასე რომ უმორჩილესი თხოვნაა, პატივი გვეცით და ახალ ოკუპაციას ნუ გაუპრავებთ ოკუპანტებს.
მიუხედავად იმისა, რომ კოლაბორაციონისტი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპანტებმა მშვიდად და წყნარად მიიტაცონ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენ მაინც ვპატრულირებთ ყველგან, სადაც საჭიროა.
ყოველთვის გამხელთ და ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ ეთანამშრომლებით საოკუპაციო რეჟიმს.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ძალა ერთობაშია!" - წერს დავით ქაცარავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება და ადგილობრივებისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. უწყებაში ამბობენ, არსებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დამონტაჟებულია 2012 წელს, ხოლო სადემარკაციო სამუშაოები განახლდა 2019 წელს.
მასალის გამოყენების პირობები






