ვერძი
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. წინააღმდეგობის დასაძლევად აქტიური მოქმედებები დაგჭირდებათ. მოსალოდნელი წარუმატებლობის გამო შესაძლოა, ზოგიერთი საქმის სამომავლოდ გადადება მოგიწიოთ. მოსალოდნელია ღალატი ან ახლობელი ადამიანის უტაქტო ქცევა.
კურო
აღიარებისკენ სწრაფვამ შეიძლება, ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. ეცადეთ, ურთიერთობაში ნაკლები უხეშობა და პრეტენზიულობა გამოავლინოთ. გახსოვდეთ, კონფლიქტებით ავტორიტეტს ვერ მოიხვეჭთ.
ტყუპები
ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს გამოცდა ელის. ეცადეთ,უსიამოვნებები მძაფრი რეაქციების გარეშე მიიღოთ. მოსალოდნელია წინა კვირის ნეგატიური ტენდენციების გაგრძელება, რომლებსაც ვერ დაძლევთ. კონფლიქტები და გაუგებრობები დიდ ენერგიას წაგართმევთ, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.
კირჩხიბი
ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და ახალ პირობებთან შეგუება მოგიწევთ. ეცადეთ, ბავშვებთან გაწყვეტილი კონტაქტი აღადგინოთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსს.
ლომი
წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც წინდახედულ მოქმედებებს მოითხოვს. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელი წარუმატებლობის გამო ზოგიერთი საქმის სამომავლოდ გადადება მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი გაზრდილი აქტიურობა პროფესიულ ზრდას გამოიწვევს.
ქალწული
წინააღმდეგობრივი დღეა. ეცადეთ, უსიამოვნებებს მშვიდად შეხვდეთ. კონფლიქტები და გაუგებრობები დროსა და ენერგიას წაგართმევთ, რაც დღის მეორე ნახევარში საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად დაგჭირდებათ. ერიდეთ სიჯიუტეს და პირველობის სურვილს. ამას შეიძლება, პარტნიორთან კამათი მოჰყვეს.
სასწორი
წარმატებული დღეა. თქვენი აქტიურობა და ენთუზიაზმი ხელსაყრელ პირობებს შექმნის ოჯახური კომფორტისა და კეთილდღეობისთვის. საინტერესო ადამიანების მხრიდან სიყვარულს და პატივისცემას იგრძნობთ. ეცადეთ, აქტიური დასვენებისთვის განეწყოთ. ხელსაყრელია სუფთა ჰაერზე განმარტოება.
მორიელი
მოგზაურობის დღეა. ოჯახის წევრებს სურთ, რომ მათთან მეტი დრო გაატაროთ. ამიტომ კარგი იქნება აქტიური ოჯახური დასვენება. გაითვალისწინეთ, რომ სამუშაო კვირის მანძილზე უამრავი პრობლემა გელით.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მოღვაწეობის პერსპექტივები გააფართოვოთ. სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ერიდეთ გლობალური გეგმების დასახვას და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას - ეს თქვენი სტილი არაა. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს.
თხის რქა
სამსახურის საქმეზე სერიოზულ საუბარს დღეს ვეღარ აცდებით. თანაც, ის გაგრძელდება მაშინაც, როცა სამუშაო დღე დასრულდება. შესაძლოა, თქვენს საყვარელ ადამიანს სრულიად ახალი, უცხო თვისებები შეამჩნიოთ. ეცადეთ, უმტკივნეულოდ მიიღოთ ეს ცვლილება. ამ დღეს შედარებით ცხიმიანი საკვებია რეკომენდებული - განსაკუთრებით, თევზეული.
მერწყული
ეცადეთ ყოველდღიურობის ჩარჩოდან გახვიდეთ და თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ. მშვიდად მიიღეთ კომპლიმენტები და მათ გულწრფელობაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. ქალებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით და საშუალება ექნებათ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ. მამაკაცებს მოულოდნელი უსიამოვნებები ნათესავებთან ურთიერთობას გაურთულებთ.
თევზები
აქტიური დღეა. დასვენების შესახებ შეგიძლიათ დაივიწყოთ. სამსახურში საქმეები შესანიშნავად აეწყობა. თქვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეივსება. თქვენ მიიღებთ სოლიდურ თანხას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დიდი ხნის მანძილზე უზრუნველყოფილი იყოთ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში ბუნებას დაუახლოვდეთ.
მასალის გამოყენების პირობები






