გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრის მოადგილე მევენახეთა კონფერენციას დაესწრო
პოლიტიკა - 17:14, 29 Feb, 2020     671

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მევენახეთა რიგით მეორე კონფერენციას დაესწრო. შეკრებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 300-მდე მევენახე მონაწილეობდა. კონფერენცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით გაიმართა და მისი მიზანი მევენახეობაში არსებული პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების მოძიებაა. მინისტრის მოადგილემ შეკრების მონაწილეებს მიმართა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი ის ინიციატივები გააცნო, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოების საწინდარი უნდა გახდეს.

"საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, აქვს ამბიცია აწარმოებდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ამის საწინდარია ქართული ვაზი და ჯიშების ის მრავალფეროვნება, რომლებიც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ტრადიციის მანძილზე შეიქმნა. ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც განაპირობებენ დარგის განვითარებას"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სარგავი მასალის სერტიფიცირების ახალ სისტემაზე, რაც საფუძველი უნდა გახდეს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის. ხატია წილოსანი მევენახეებს იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც დარგის გაჯანსაღებასა და განვითარებას ემსახურება. კერძოდ, ესენია აგროდაზღვევის სისტემა, ვენახების კადასტრის პროგრამა, ღვინის ხარისხის ლაბორატორიული კვლევა და სხვა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ მიმართა, რომლის თქმითაც, სწორედ ვენახი არის ერთი-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის. მეხუზლას განცხადებით, ამის მისაღწევად, აუცილებელია დარგში თანამედროვე განათლებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.

კონფერენციაზე დავით სონღულაშვილმა ასევე დააანონსა, რომ მომავალ წელს კახეთის რეგიონში "კახეთის ექსპო" ჩატარდება, რაც კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიება და მეტი შესაძლებლობების მომცემი იქნება ფერმერებისთვის. კონფერენცია ორ პანელად გაიმართა და მასზე მომხსენებლებმა ჯიშების მრავალფეროვნებაზე, კადასტრის პროგრამაზე, ბიომევენახეობაზე, ღვინის მარკეტინგზე, აგროდაზღვევაზე, მცირე ბიზნესის ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე ასევე გაიმართა ქვევრის გახსნის ცერემონია, მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენა და ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიებაზე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ხატია წილოსანს, დავით სონღულაშვილს და ლევან მეხუზლას სიმბოლური საჩუქრების გადასცა, კერძოდ, ცენტრში დაცული ვაზთან და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უნიკალური ხელნაწერების ასლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42