კორონავირუსის საფრთხე - საგარე უწყება თვითმფრინავის ბორტის ეკიპაჟისა და მოგზაურთათვის სპეციალურ რეკომენდაციას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:07, 29 Feb, 2020     1237
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებისთვის სპეციალურ რეკომენდაციას აქვეყნებს, რომელიც სავალდებულოა გაითვალისწინონ მგზვრებმა როგორც მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან მოგზაურობის, ასევე ზოგადად მგზავრობის და თვითმფრინავის ბორტზე ყოფნის, ასვე თვითიზოლაციის შესახებ.

ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები თვითმფრინავის ბორტის ეკიპაჟისთვის.

რა უნდა გააკეთონ თვითმფრინავის ბორტის ეკიპაჟის წევრებმა ახალი კორონავირუსის

გავრელების პრევენციის მიზნით?

სიტუაციის მიმოხილვა

გრძელდება ახალი კორონავირუსით COVID-19 გამოწვეული რესპირატაციული ინფექციის ეპიდემია, რომელიც 2019 წლის ბოლოდან ვუჰანში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში დაიწყო და შემდგომ მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე გავრცელდა. შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც დაფიქსირდა მგზავრებში, რომლებიც მგზავრობენ ჩინეთიდან და მაღალი რისკის სხვა ქვეყნებიდან. არსებული ინფორმაციით ინფექცია ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და ახასიათებს სხვა რესპირატორული ინფექციის მსგავსი სიმპრომები, როგორიცაა: მაღალი ტემპერატურა, ხველება და სუნთქვის გაძნელება. საქართველოს ტერიტორიაზე COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, ქვეყანა, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოს ნაწილი, მიმართავს კანონმდებლობით განსაზღვრულ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს.

შეტყობინება თვითმფრინავის ბორტზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა) მომავალი დაავადების სიმპტომების მქონე მგზავრების გამოვლენის თაობაზე თვითმფრინავის ბორტის ეკიპაჟს ევალება: დაუყოვნებლივ გააკეთოს შეტყობინება თვითმფრინავის ბორტზე მაღალი რისკის ქვეყნიდან (ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა) მომავალ მგზავრებზე, რომელთაც აღენიშნებათ: მაღალი ტემპერატურა (ხელის შეხებით ისინჯება მომატებული ტემპერატურა, ცხელების მსგავსი შეგრძნება, ან ტემპერატურის გაზომვით დაფიქსირდა 38° C (100.4°F) ან მეტი) ან

მაღალი ტემპერატურა და ერთერთი სიმპტომი:

ხშირი ხველა

სუნთქვის გაძნელება

შეუძლოდ ყოფნა

რეკომენდაციები თვითმფრინავის ბორტის ეკიპაჟს თავდაცვის, დაავადებული მგზავრის

მოვლის, დეზინფექციისა და ფრენის შემდგომ განსახორციელებელი ქმედებების შესახებ:

დაიცავით ხელის ჰიგიენა

დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში დაავადებული მგზავრის მომსახურების ან შესაძლო კონტამინირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან ან ზედაპირებთან შეხების შემდეგ წყალსა და საპონზე ხელმისაწვდომობის არ ქონის შემთხვევაში, დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით (ალკოჰოლის შემცველობა სულ მცირე 60%)

გამოავლინეთ დაავადებული მგზავრი ზემოთ აღწერილი სიმპტომების შესაბამისად.

მაქსიმალურად შეამცირეთ დაავადებული პირის კონტაქტი სხვა მგზავრებთან და თვითმფრინავის ბორტის ეკიპაჟთან. თუ შესაძლებელია, განათავსეთ დაავადებული პირი სხვა მგზავრებისაგან 2 მეტრის (6 ფუტის) დაშორებით და გამოყავით ეკიპაჟის ერთი წევრი, რომელიც მოემსახურება დაავდებულ პირს.

შესთავაზეთ ნიღაბი, თუ ის ხელმისაწვდომია და დაავადებულ პირი ეგუება. თუ ნიღაბი არაა ხელმისაწვდომი ან დაავადებული ვერ ეგუება ნიღაბს, სთხოვეთ ხველისა და ცემინებისას აიფაროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი.

ყველა ბიოლოგიური სითხე (როგორიცაა რესპირაციული სეკრეტი, დიარეა, პირღებინება ან სისხლი) მიიჩნიეთ ინფექციის პოტენციურ წყაროდ

გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანი დაავადებული პირთან ან კონტამინირებულ ზედაპირებთან შეხებისას. გამოყენების შემდგომ ფრთხილად მოიძვრეთ ხელთათმანი, რათა თავიდან აიცილოდ კონტამინაცია და შემდგომ დაიბანეთ ხელები.

როდესაც ემსახურებით დაავადებულ მგზავრს მაღალი რისკის ქვეყნიდან, რომელსაც აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ხშირი ხველა და სუნთქვის გაძნელება გამოიყენეთ დამატებითი დამცავი საშუალებები: ნიღაბი, თვალის დამცავი საშუალება და ხალათი.

ხელთათმანები და სხვა მასალები დაავადებულ პირთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხების შემდგომ განათავსეთ ბიოუსაფრთხოების ჩანთაში ან დაცულ პლასტიკურ ჩანთაში „ბიოუსაფრთხოების“ ნიშნით.

კონტამინირებული ზედაპირები უნდა გაიწმინდოს და შემდეგ • დეზინფიცირდეს ავიაკომპანიის სპეციალური ოქმის შესაბამისად. დაფრენის შემდგომ, სპეციალური ჯგუფი (CDC Quarantine Station staff) განახორციელებს დაავადებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, სიმპტომებისა და შესაძლო ექსპოზიციის შეფასებას. საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფი მოახდეს მგზავრის ტრანსპორტირებას სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი სამედიცინო შეფასებისა და გამოკვლევებისათვის. ჯგუფი შეატყობინებს ავიაკომპანიას გამოკვლევის შედეგებს და თვითფრინავის ბორტის ეკიპაჟისა თუ სხვა მგზავრების შემდგომი ზედამხედველობის აუცილებლობის შესახებ.

იხილეთ სრულად აქ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42