''კრიზისი არ დაიმალება ერთი და ორი ადამიანის სახის უკან, არც ვირუსი გაარჩევს ვინ ქოცია და ვინ არა''- ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 14:56, 29 Feb, 2020     912

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში კორონა ვირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისივე თქმით, კრიზისი არ დაიმალება ერთი და ორი ადამიანის სახის უკან. არც ვირუსი გაარჩევს ვინ ქოცია და ვინ არა.

"ქართულმა ოცნებამ" დაამუღამა ჩვენი ემოციური ხასიათი: ავღელდებით, ფბ-ზე ავდუღდებით, ზოგი "უდაჩნად" იღადავებს, ზოგი გაბრაზდება და 2-3 დღეში ეს ყველაფერი გადაივლის. ბევრი კრიზისიდან, რომელსაც ნორმალურ ქვეყანაში მთავრობის გადადგომა მოჰყვებოდა, ის სწორედ ასე გამოძვრა.

მთავრობის გამპრავებლებს რომ თავისი წვლილი აქვთ, ეგ უკვე ვიცით. კორონავირუსის ამბავი არც 2-3 დღიანია და არც 2-3 კვირიანი. შესაბამისად, გზადაგზა სულ უფრო ნათლად გამოჩნდება, რა უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალ ადამინებს აბარიათ ცალკეული საკვანძო საკითხები და სფეროები.

სულ იმას გავიძახი, პანიკა არ გვინდა-მეთქი. ოღონდ ამას იმით კი არ პასუხობენ, რომ საქმე აკეთონ და ვირუსის უფრო მეტი გავრცელებისთვის სერიოზულად მოემზადონ, არამედ ჩვეული დაუდევრობით და გულგრილობით აგრძელებენ არხეინად ყოფნას იმის იმედად, რომ ყველაფერს "გააპრავებენ", ოპოზიციას დააბრალებენ, ვიღაც ექთანსა თუ ექიმზე გადატეხენ ჯოხს.

საკმარისად დიდხანს ვწერეთ " ამირანი & პაატა უფრო მეტიც, მორალური პასუხისმგებლობა, მთავრობას მოსთხოვოს რეალურ კითხვებზე რეალური პასუხები, მათზე მეტია, ვინც ამას ვწერდით.

კრიზისი არ დაიმალება ერთი და ორი ადამიანის სახის უკან. არც ვირუსი გაარჩევს ვინ ქოცია და ვინ არა.

მართალია, ნაკლებად საშიში ვირუსია, მაგრამ ზუსტად ახლა უნდა დავინახოთ, რა საზოგადოება ვართ, რა მთავრობა გვყავს და ვინ ვართ საერთოდ.’’ - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42