საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განცხადება გააკეთა დღეს გამართულ საბჭოს შესახებ, რომელიც სრულიად კორონავირუსის გავცელებას ეხება საქართველოში.
''ჯანდაცვის სამინისტრო არის მუდმივ კოორდინაციაში ყველა უწყებასთან და მზად ვართ, ვმართოთ ყველა პროცესი’’- ტიკარაძე.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის 170-მდე მგზავრი იმყოფება კარანტინის რეჟიმში.
„ჯანდაცვის სამინისტრო არის მუდმივ კოორდინაციაში ყველა უწყებასთან და მზად ვართ, ვმართოთ ყველა პროცესი, გავუწიოთ რეკომენდაციები და დავეხმაროთ პროცესის მართვაში.
ამ ეტაპისთვის 170-მდე მგზავრი იმყოფება კარანტინის რეჟიმში. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და იმ მზაობისთვის და რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ჩვენ ვუწევთ მათ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მგზავრებს, რომლებიც სამომავლოდ იდენტიფიცირებული იქნებიან და გამოხატავენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და ნებას, რომ მოახდინონ საკუთარი თავის თვითიზოლაცია და ასევე მოთავსდნენ კარანტინში“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






