საგარეო უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, დიპლომატიური შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა კორონავირუსის საფრთხე იყო.
„როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები საქართველოშიც გამოვლინდა. მინისტრის მოადგილემ ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით .
იაპონიის ელჩმა თავის მხრივ ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია იაპონიაში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ რომელ რეგიონში და ქალაქებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი შემთხვევა და რა ღონისძიებებს, აკრძალვებსა თუ შეზღუდვებს მიმართავს ქვეყანა დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) სწრაფი გავრცელება საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ასევე სახელმწიფოების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საგარეო საქ
მეთა სამინისტროს შორის“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






