ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
გამყრელიძე ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ირკვევა, რომ პაციენტი ქუთაისის საერთაშორისო ეროპორტში ჩამოგრინდა. ჰოსპიტალიზირებულია პაციენტის უახლოესი ოჯახის წევრი, თუმცა გამყრელიძის განცხადებით, დაინფიცირებულის ოჯახის წევრს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა.
ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ შემთხვევაშიც დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. 50 წლის მამაკაცი ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
პაციენტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსთა განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მასალის გამოყენების პირობები






