გიორგი მარგველაშვილი კენჭს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით დიდუბეში იყრის. ინფორმაციას ამის შესახებ "ფორმულა" ავრცელებს. მარგველაშვილი უკვე შეხვდა "ევროპული საქართველოს" ლიდერებს, ნინო ბურჯანაძეს, გიორგი ვაშაძეს.
მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს და ის მზადაა ჩაერთოს ბრძოლაში.
"შევხვდი ოპოზიციურ პარტიებს და გრძელდება ეს კონსულტაციები. ჩამოვყალიბდები იმის მიხედვით, რაც სჭირდება ერთ მიზანს, რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა. მაჟორიტარობის შესახებ იდეა არსებობს და რაც შეეხება რაიონს, ვერაფერს ვიტყვი. არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ოპოზიცია მარგველაშვილის არჩევნებში ჩართულობას მიესალმება და დარწმუნებულია, რომ საერთო მიზნის მისაღწევად რაც მეტი პოლიტიკური ფიგურა იქნება ჩართული, საბოლოო შედეგისთვის ეს კარგია.
მასალის გამოყენების პირობები






