საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტების მიერ ოპოზიციასთან დიალოგზე დასმულ კითხვაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები შესაბამის შეფასებებს გააკეთებენ. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობას არანაირი პრობლემა კომუნიკაციის არ აქვს არავისთან, არც საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და მთავრობა ყოველთვის ღია იყო და არის.
„თქვენ ბრძანეთ სანქციების გამკაცრება, თქვენ იცით, რომ ჩვენ რაიმე სანქციები გვაქვს? არ არსებობს სანქციები. მოდით ასე მოვიქცეთ, ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება შეიძლება ეყრდნობოდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსს. კონსენსუსი არის შედეგი ყველა მხარის მიერ პატარა-პატარა რაღაცების დათმობის. ეს პროცესია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყანა არ დააყენონ რისკის ქვეშ. განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან საარჩევნო წელიწადს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






