პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ შეხვედრაზე კონკრეტულ ციფრებზე საუბარი არ ყოფილა.
" საუბარი არის ფუნდამენტურ პრინციპზე და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გავიმეორებთ - ბუნებრივია, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ხმას მისცემენ 2020 წლის არჩევნებში, იყოს მაქსიმალურად დაახლოებული პროპორციულ მოდელთან,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
კონკრეტულ ციფრებზე საუბარს უარყოფს ”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძეც.
"შეთანხმება იმასთან დაკავშირებით არსებობს, რომ პარტიამ მინიმუმ 40% უნდა მიიღოს იმისათვის, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა, დააკომპლექტოს მთავრობა. კონკრეტული ციფრები, კონკრეტული ფორმულები და განხილვები ჯერ კიდევ წინ არის. ჯერჯერობით, იყო მოთელვა იმ ვარიანტების, რაზეც შეიძლება საბოლოო შეთანხმება შედგეს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, თამარ ჩუგოშვილის თქმით, იყო სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობა:
"ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ყველა პოლიტიკური ძალა გარკვეულ კომპრომისზე წავა იმისთვის, რომ საერთო ჯამში, მივიღოთ 2020 წლის არჩევნებისთვის ნორმალური საარჩევნო სისტემა, რაზეც, ჯერჯერობით, ძნელია საუბარი, შანსი არსებობს თუ არა,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






