ვირუსი თუ ბიოიარაღი- კორონავირუსი 39 წლის წინ ამერიკელმა მწერალმა თავის ნაწარმოებში იწინასწარმეტყველა
ეს საინტერესოა - 13:53, 27 Feb, 2020     6491

ამერიკულ სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი შეიძლებოდა 39 წლის წინ ეწინასწარმეტყველათ, რასაც ნათლად მიუთითებს ამერიკელი მწერლის, დინ კუნთსის ნაწარმოებში გამოთქმული მოსაზრებები ჩინეთიდან გავრცელებულ ვირუსზე. 312 გვერდიანი წიგნი, „სიბნელის თვალები“ 1981 წელს დაწერა მწერალმა.

აღნიშნული ნოველის მთავარი სიუჟეტია დამწუხრებული, დადარდიანებული დედა, რომელიც ცდილობს, გაარკვიოს თუ რა დაემართა მის შვილს, რომელიც გარკვეულ ჯგუფთან ერთად კარვებით სამოგზაურად იყო წასული. იგი მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ მისი ბიჭი, დენი რეალურად ცოცხალია, რომელიც საიდუმლო სამხედრო ბაზეზე იმყოფება პატიმრობაში. ირკვევა, რომ იგი შემთხვევით ინფიცირდება ადამიანების მიერ შექმნილი ბიოარაღისგან, რომელიც გამოიგონეს ჩინეთში, ქალაქ უხანის კვლევით ცენტრში.

ნაწარმოების სიუჟეტში ერთ-ერთი პერსონაჟი საუბრობს, რომ ჩინელი მეცნიერი, ლი ჩენი ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც თან ჰქონდა კომპაქტ დისკზე მნიშვნელოვანი ჩანაწერები ახალი ბიოლოგიური იარაღის შესახებ, რომელიც ჩინეთში გამოიგონეს.

წიგნში აღნიშნულ ვირუსს უწოდებენ “უხან 400-ს“, რადგან იგი შეიქმნა ქალაქი უხანის ინფექციათა კვლევით ლაბორატორიაში. პერსონაჟები განმარტავენ, რომ ზემოხსენებული ბიოიარაღი გამოიგონეს ჩინელებმა, რათა გააქრონ ქალაქები ან ქვეყნები ძვირადღირებული სამუშაოების გარეშე.

“ „უხან 400“ ბრწყინვალე იარაღია. ის მხოლოდ ადამიანებს აზიანებს. არც ერთ ცოცხალ არსებას ემართება იგი, გარდა ადამიანისა. იგი როგორც სიფილისი ისე, სხეულს გარეთ ვერ არსებობს 1 წუთზე მეტხანს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მუდმივად ვერ აბინძურებს სუბიექტს ან კონკრეტულ ადგილებს, ისე როგორც ეს შეუძლია ანტრაქსს ან სხვა ვირუსულ მიკროორგანიზმებს“ - ამბობს ნოველის ერთ-ერთი მოქმედი პირი.

მსოფლიო სოც- მედიაში აქტიურადაა გავრცელებული ე.წ „შეთქმულების თეორია“ , რომლის თანახმადაც კორონავირუსი არ გავრცელებულა ბაზრიდან, როგორც ამას მაღალჩინოსნები აცხადებენ. ცალკეული ექსპერტების თანახმად, კორონავირუსის გავრცელება მოხდა ჩინური ბიოიარაღის ლაბორატორიიდან, რომელიც ცნობილია, როგორც „ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი“. ეს სამედიცინო ცენტრი ეპიცენტრიდან 32 კილომეტრში მდებარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42