ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებულს მოსახლეობასთან კონტაქტი არ ჰქონია
პოლიტიკა - 12:06, 27 Feb, 2020     1021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყველა, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულთან შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდა, იზოლირებული იქნება.

მისივე განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცს მოსახლეობასთან კონტაქტი არ ჰქონია.

"ინფექცია დაფიქსირდა ქვეყნაში. ჩვენ ვართ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ხელმომწერი ქვეყანა, ამიტომ დაფიქსირებიდან ერთი საათის განმავლობაში შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. ინფორმაცია მიეწოდა ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რადგან ინფექცია დაფიქსირდა აზერბაიჯანის გავლით საქართველოში მომავალ ადამიანზე.

კონტაქტი იყო აზერბაიჯანის ჯანდაცვის შესაბამის უწყებებთან. მათაც აქვთ დაწყებული მუშაობა შესაძლო დაინფიცირებულთან სავარაუდო კონტაქტების მოძიებისთვის და ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ტვირთი გადადის ეპიდემიოლოგებზე, რომლებმაც მოიძიეს უკვე საქართველოში ყველა შესაძლო კონტაქტი საბაჟოზე, საზღვარზე გამტარი კონტაქტი. ავადმყოფი პირდაპირ იქნა გადმოყვანილი, მას მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონდა და ყველა ეს კონტაქტი უკვე გახლავთ იზოლაციაში და გადაყვანილი არიან შესაბამის საიზოლაციო სივრცეში.

ამიტომ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მზაობა ინფექციებთან ბრძოლისა ქვეყანაში ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ყოფილა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ შევძლებთ ამ ინფექციასთან გამკლავებას," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42