კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში - პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა.
ჯგუფის პირველი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა . პრემიერმა ყველა უწყებისგან მოისმინა ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლაც შეიზღუდოს.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგაგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მასალის გამოყენების პირობები






