ევროპაბეთი და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია პარტნიორები გახდნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:59, 26 Feb, 2020     1663
თამაშების შვედური კომპანიის, „ბეთსონ ჯგუფის“ შვილობილის, „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის - responsible.ge-ს პლატფორმა 3 ძირითად მიმართულებას მოიაზრებს:


პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში;

პასუხისმგებლობა ბიზნესში;

პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.

„ევროპაბეთის“ მორიგი სიახლე კომპანიის CSR პროექტს შეეხება, რომლის ფარგლებშიც თამაშების კომპანიასა და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმს ხელი ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი გულბანმა მოაწერეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ სპორტში არც ისე ცოტა ხანია, რაც ასპარეზობს. უძლიერეს მამაკაცთა შორის წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები იმართება, სადაც საქართველო წარმატებით მონაწილეობს.

მომდევნო ტურნირზე, რომელიც კიევში 29 თებერვალს ტარდება, სწორედ „ევროპაბეთის“ დაფინანსებით გაემგზავრება 17 ქართველი სპორტსმენი.

„ევროპაბეთი“ სთრონგმენებს აქტიურად დაუჭერს მხარს და სპორტის ამ სახეობის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

"მოხარული ვარ, რომ „ევროპაბეთი“ დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას. ეს არის რეაქცია საზოგადოების მხრიდან მოთხოვნაზე, რომ კერძო სექტორმა მეტი სოციალური პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და მოგებისა და შემოსავლების მაქსიმიზაციის გარდა, ასევე იზრუნოს იმ გლობალურ, საზოგადოებისათვის საჭირო ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტის ხელშეწყობა და მრავალი სხვა. გვჯერა, რომ ჩვენსა და „ევროპაბეთს“ შორის მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას შედეგი ექნება და მათ სხვა წარმატებული კომპანიებიც მიბაძავენ," - განაცხადა საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაციის დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი გულბანმა.

ერთ-ერთი ქართველი წარმატებული მოასპარეზე, სთრონგმენი ჭაბუკა ჭიღლაძე ელის, რომ უკრაინაში გამართულ ტურნირზე საქართველო საპრიზო ადგილს აუცილებლად დაიკავებს.

"მოხარული ვარ ჩვენსა და ევროპაბეთს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმებით. "ევროპაბეთის" მხარდაჭერით, 29 თებერვალიდან კიევში, საერთაშორისო ტურნირში ჩავერთვებით. საკმაოდ რთული მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ტურნირს სთრონგმენის ძველი სკოლა ჰქვია და იგი ძველი მოძრაობებით იმართება. სპორტი ვითარდება, მასში ახალი მოძრაობები შემოდის და ძველს ივიწყებენ. რეალურად, ძველი მოძრაობები უფრო რთული შესასრულებელია. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ ტურნირისთვის მზადების პერიოდი საკმაოდ რთული იყო. საბოლოოდ ყველაფერი ფიცარნაგზე გამოჩნდება." - აღნიშნა ქართველმა სპორტსმენმა, ჭაბუკა ჭიღლაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42