ევროკავშირის ელჩი ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„დიალოგის შესაძლო მომდევნო რაუნდისთვის თარიღი არ არის შეთანხმებული. როგორც იცით, მე და სხვა შუამავალი მხარეები ვმუშაობთ, რომ ვიპოვოთ არეალი, რომელზეც გარკვეული შეთანხმება შეიძლება. მე ადრეც ვთქვი, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება და ეს ახლა კიდევ უფრო რეალურია. ახლა ვცდილობთ მოვძებნოთ არეალი, რაზეც იმედი მაქვს შესაძლებელი იქნება ყველა მოთამაშის შეთანხმება. გულწრფელად მჯერა, რომ ეს საქართველოსთვის და მომავალი არჩევნებისთვის კარგი იქნება.
„მე ამის იმედი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხელა დროს არ მივუძღვნიდი ამ პროცესს. არ მიმაჩნია, რომ მხარეები ერთმანეთის დადანაშაულებას დაასრულებენ, რადგან ეს ქართული პოლიტიკური კულტურის ნაწილია“,-განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მასალის გამოყენების პირობები






