საქართველოში კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია - ეკატერინე ტიკარაძე
პოლიტიკა - 14:20, 26 Feb, 2020     958

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებვს,რომ კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ვირუსი ახალ სუბიექტებზე საფრთხე გამოვლენილი არ არის, თუმცა მიმდინარეობს დაკვირვების პროცესი.

„ლუგარის ლაბორატორია ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში. მე მყავს პირად კონტროლზე აყვანილი ეს პროცესი. ყველა უწყება ვმუშაობთ ერთობლივად. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, ასევე სასაზღვრო. გვაქვს ყველა ინფორმაცია შემომავალ მგზავრზეც და იმ მგზავრებზეც, ვინც იმყოფებიან ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ. საფრთხის რისკი რა თქმა უნდა, მომატებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ყველა ღონისძიება გატარებული, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ამ საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. დამატებითი რეგულაციები უკვე შემოვიღეთ, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო. თუ საჭირო გახდება დამატებით გამკაცრდეს სასაზღვრო ზონის დაცვა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ არ ვართ მომხრე სრულიად ავკრძალოთ შემოსვლა საქართველოში, ვინაიდან გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი. შემოსულ მოქალაქეებს კი ვისაც დახმარება სჭირდება, მოვათავსოთ ისინი სტაციონარში ან გვყავდეს კარანტინში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძემ იტალიასთან ფრენების რეგულაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველა იტალიელი მგზავრი მოწმდება, როგორც ადგილზე იტალიაში, ასევე ჩვენი სპეციალისტების მიერაც და საჭიროების შემთხვევაში მათაც გაეწევათ ის დახმარება, რა დახმარებასაც ჩვენ სხვა მოქალაქეებს ვუწევთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42