500 ლარიანი ჯარიმა ტაქსის მძღოლის „გადაგდებისთვის“
შემთხვევა - 13:41, 26 Feb, 2020     2064

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 500 ლარით დაჯარიმდა ქობულეთში მცხოვრები მამაკაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლს ფული არ გადაუხადა. საქმეში მეორე ბრალდებულიც იყო, თუმცა იგი მოსამართლემ გაამართლა – მას ტაქსში ჩაჯდომიდან სახლში ასვლამდე ეძინა.

მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, ტაქსი ორმა ადამიანმა ბათუმში, საბაგიროსთან დაიქირავა. მგზავრები ტაქსის მძღოლმა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში აიყვანა.

ბრალდებულს, რომელსაც ტაქსის მძღოლის და მისი თანმხლების ჩვენებით, ეძინა, სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. განაჩენში აღნიშნულია, რომ მან სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას „წინასწარი შეტყობინებით დატოვა საქართველოს ტერიტორია“.

სასამართლოს ჩვენება მისცა ტაქსის მძღოლმა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულებს მისთვის 30 ლარი უნდა გადაეხადათ.

''ის მთვრალი იყო და ჩაეძინა. როცა სოფელში ავედით, გამაჩერებინეს ავტომანქანა. გ.-მ გააღვიძა მეორე მგზავრი და მითხრა, რომ ფულს მომიტანდა მცირე დროში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ მომატყუეს. ბრალდებულებთან პრეტენზია არ მაქვს, ზიანი ანაზღაურებული მაქვს,“ – აღნიშნა ტაქსის მძღოლმა.

ბრალდებულები სსკ-ის 185-ე მუხლის მიხედვით გაასამართლეს, რაც გულისხმობს „ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42