ჯონათან კაცი: დასავლეთში საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა გაგრძელდება
პოლიტიკა - 10:18, 26 Feb, 2020     929

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, შეერთებულ შტატებში, გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ტელეხიდით ესაუბრნენ.

კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიულ კურსზე დარჩენა“ 25 თებერვალს გაიმართა და მასში მონაწილეობას საქართველოდან საერთაშორისო გამჭირვალობის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკა მეტრეველი და დემოკრატიის და სამართლიანი არჩევნების საერთაშირისო საზოგადოების (ISFED) დირექტორი მიხეილ ბენიძე იღებდნენ.
დისკუსია შეეხო პროპორციული არჩევნების საკითხს და პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას.

გამართული დისკუსიის შემდეგ, ამერიკელმა მიმომხილველებმა "ამერიკის ხმასთან" საუბარში საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასეს და საქართველოს მთავრობას საარჩევნო რეფორმაზე კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდეს.

„ვფიქრობ, ამერიკის მთავრობის და კონგრესის წევრების მხრიდან ნათელი განცხადებები გაკეთდა, სადაც საუბარი იყო შეშფოთების მიზეზებზე, როგორიცაა საარჩევნო რეფორმაზე წინსვლის ნაკლებობა, დაკავებებზე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულად გამოიყურება, და სასამართლო სისტემის გამოწვევებზე, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თაობაზე. ეს საკითხები რამდენიმე წერილში იყო ხაზგასმული. საქართველოს მთავრობისგან, შეერთებულ შტატებს და საქართველოს პარტნიორებს სურთ იხილონ საარჩევნო რეფორმაზე გაცემული საკუთარი დაპირების შესრულება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. დღეს ამას არანაირი საზომით არ უჩანს პირი“, - უთხრა ჯონათან კაცმა, გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა „ამერიკის ხმას“.

კაცი ამბობს, რომ დასავლეთის მიზანი ქართული საზოგადოების მხარდაჭერაა.

„დასავლეთს სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს, მაგრამ არსებობს მზარდი შეშფოთება. ადგილზე, თბილისში, ელჩების და სხვა დიპლომატების მცდელობა ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ ქმნის შესაძლებლობას. ბევრის აზრით ეს [ჩიხი] საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სვლას ემუქრება და უხსნის კარს კრემლის მეტად ჩარევის მცდელობას. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და მათი სურვილის, რომ დემოკრატიაში იცხოვრონ და მათი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის. ახლა მთავრობაში მყოფი ხალხის და ოპოზიციის ჯერია, რომ დასხდნენ და გამოსავალი იპოვონ. საქართველოსთვის ეს კრიტიკული მომენტია და თუ ეს პრობლემები არ გადაწყდება ამას გრძელვადიანი შედეგები ექნება“, - თქვა მან.

ჯონათან კაცის თქმით, საქართველოში პოლიტიკური მოვლენების მომავალი განვითარება დარჩება დასავლეთის ყურადღების ცენტრში. მან აღნიშნა, რომ თუ საარჩევნო სისტემის გარშემო შეთანხმება ვერ მოხერხდება, „ქართულ ოცნებას“ დასავლელი პარტნიორებისთვის გაუჭირდება იმის ახსნა, „თუ რატომ აყენებს პარტიის და ცალკეული პირების ინტერესებს ქვეყნის ინტერესების წინ“.

„იმ განცხადებებიდან, რომელიც ვიხილეთ, ჩანს, რომ დასავლელი პარტნიორები არ აიგნორებენ [საქართველოში] მიმდინარე მოვლენებს და ველი, რომ ზეწოლა და მთავრობის ჩართულობისკენ მოწოდება არ დასრულება. თუ ეს „სტატუს კვო“ შენარჩუნდება, საქართველოსთვის და განსაკუთრებით ქართული ოცნებისთვის, უფრო და უფრო რთული გახდება აუხსნას მის პარნტიორებს, რომ რასაც ახლა აკეთებენ ამას საქართველო სწორი მიმართულებით მიჰყავს. ცალკეული პირების და პარტიის ინტერესების საქართველოს და ქართველი ხალხის წინ დაყენება დასავლელი პარტნიორებისთვის გაუგებარია“, - აცხადებს კაცი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი მირიამ ლასკოიმ. ლასკოიმ „ამერიკის ხმასთან“ საუბარში პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროპორციული არჩევნები ამის გარანტიაა.

„საქართველოს, დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ერთი პარტიის დომინირების და მმართველობის ისტორია აქვს. ერთი პარტია აკონტროლებდა მთავრობის ყველა შტოს და ნაწილს, პრეზიდენტიდან დაწყებული მოსამართლეების დანიშვნით დამთავრებული. ეს რომ შეიცვალოს და შეიქმნას კოალიციის და კომპრომისების შესაძლებლობა, მოხერხდეს იმ პოლარიზაციის დასრულება რაც დღესაა, ამისთვის საჭიროა ახალ და განსახვავებულ მოთამაშეებს მიეცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ პოლიტიკაში. გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობას არ მოსწონს მმართველი პარტია, მაგრამ არ მოსწონს ასევე ტრადიციული ოპოზიცია. მათ სურთ ახალი შესაძლებლობები და ვარიანტები ქონდეთ. მონაწილეებმა დღეს კარგად აღნიშნეს, რომ პროპორციული სისტემა საჭიროა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა მიეცეთ ახალ ადამიანებს და მოძრაობებს, რათა ისინი პოლიტიკაში ჩაერთონ... ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ მთავრობა ძალაუფლებას დაკარგავს, ეს ნიშნავს ეტაპობრივად უფრო მეტი მოთამაშის ჩართულობას“, - ამბობს ლანსკოი.

საქართველოს მთავრობას საარჩევნო რეფორმის გატარებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწოდებით, შეერთებულ შტატებში აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად სენატორებმა, კონგრესმენებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოუწოდეს. „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგისკენ მოუწოდა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტმა.


წყარო: "ამერიკის ხმა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42