„მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვეშინია და ხშირად ჩვენს ჯანმრთელობაზე გადის ეს ყველაფერი“-კაპანაძე
პოლიტიკა - 16:54, 25 Feb, 2020     801

ტვ ‘’პირველის’’ პირდაპირ ეთერში აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ სმენის აპარატი მოიხსნა, იმის სადემონსტრაციოდ რომ დამოუკიდებელი მაუწყებლის იდეას გულშემატკივრობს და ამ დამოუკიდებლობასთან ბრძოლა ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ, კაპანაძეს რამდენიმე თვის წინ იმპიჩმენტი მოუწყეს.

ტვ “პირველის” ეთერში სტუმრობისას ნათია კაპანაძემ ასევე გაიხსენა ამავე ტელეარხის მფლობელის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და განაცხადა: „მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვეშინია და ხშირად ჩვენს ჯანმრთელობაზე გადის ეს ყველაფერი“.

ამის შემდეგ კაპანაძემ ყურიდან სმენის აპარატი მოიხსნა და ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს მიმართა: „ჩვენს ჯანმრთელობაზე დგას ეს საქმე. ჩემი ჯანმრთელობა 2019 წლის 19 აპრილიდან დღემდე განახევრდა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ იმ იმპროცესებში შემეძლო დამეკარგა ყველაფერი, სიტყვის თავისუფლების გარდა“.

„მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე დადგა აჭარის მაუწყებელში განვითარებული მთელი პროცესი. მე კარგად ვიცოდი, რომ ამ პროცესებში ვკარგავდი სამყაროს აღქმის უნარს. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ ხელისუფლება დავარწმუნო იმ ნათელი ადამიანის და ნათელი გუნდის მნიშვნელობაში. ჩემთვის ძალიან მძიმეა ამის გაკეთება. არ გამიკეთებია იმიტომ, რომ გადამერჩინა საკუთარი თავი. ამას მარტო იმისთვის ვაკეთებ, რომ დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება: ხშირ შემთხვევაში ჩვენს ძალიან დიდ ძალისხმევაზე იდგა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. მე ამას ვაკეთებდი იმისთვის, რომ თქვენ, გადასახადის გადამხდელებს გქონოდათ შანსი, მიგეღოთ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - განაცხადა კაპანაძემ.

ამავდროულად, კაპანაძემ კოლეგებსაც მიმართა და თქვა: „მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც უკვე უნდა გადახედონ მთელ იმ პერიოდს, როცა ერთად ვიმუშავეთ და ნახონ, თუ რად ჯდებოდა თითოეული მათგანის შემოკრება საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩემთვის… მინდა, გადახედონ ყოველ დღეს, როცა ერთად ვმუშაობდით და დღეს სწორედ ამიტომ მიიღონ გადაწყვეტილებები“.- კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42