''სახელისუფლებო ოპოზიციამ რომც მოიპოვოს უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალზედ მყიფე იქნება'' - გია ვოლსკი
პოლიტიკა - 13:51, 25 Feb, 2020     1677

პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა, გია ვოლსკიმ განცხადება გააკეთა საშინაო და საგარეო საკითხებთან დაკავშრებით, მისივე თქმით, რადიკალური განსხვავებები ქვეყნისთვის საფრთხის შემცვლელია, ასევე აღნიშნავს, რომ სახელისუფლებო ოპოზიციამ რომც მოიპოვოს უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალზედ მყიფე იქნება.

ვოლსკის შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებს, იქმნება რისკი, რომ მთავრობა ვერ დაკომპლექტდეს.

„ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული განსხვავებულობა - პროდასავლელები, პრორუსები, ულტრალიბერალები, რადიკალები - ვერ შექმნის ქვეყნისთვის სტაბილურობას, უმრავლესობა რომც აიღონ. უმრავლესობას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მთავრობა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დესტაბილიზაცია. ჩვენ სწორედ ამას ვუფრთხით და იმიტომ ვთქვით უარი ჩვენს აბსოლუტურად გულწრფელ შეთავაზებაზე.

ეკლექტიკა, საშინაო და საგარეო საკითხებთან მიმართებით რადიკალური განსხვავება ქვეყნისთვის ძალიან საფრთხის შემცველია. რომც მოიპოვონ უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალიან მყიფე იქნება. წარმოიდგინეთ, შალვა ნათელაშვილი, რომელსაც ლიდერობაზე პრეტენზია სულ ჰქონდა და მეორე მხარეს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც საკმაოდ განათლებული და გამოცდილი ადამიანია იმისათვის, რომ ვერ მიხვდეს, რომ ნათელაშვილი საკმაოდ დამანგრეველია. აღმშენებელი არც თავად ვაშაძეა. ერთად გაერთიანებული დამანგრეველი ადამიანები საფრთხის შემცველია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე შეთანხმებას, ვოლსკის განმარტებით, ოპოზიციას დესტრუქციული სცენარი აქვს, რის გამოც არ უბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას.

„ნეგატიურია ოპოზიციის განცხადებები, რომ არ დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას და ისევ რევოლუციური სცენარით გააგრძელებენ ცხოვრებას. მეორე მხრივ, ეს გასაგებია - დესტრუქციული ძალაა, დესტრუქციულად უნდა იმოქმედოს და ასეთი დღის წესრიგი აქვთ. ამაში შესწორებას ვერ შევიტანთ და ვერც გაკვირვებას გამოვხატავთ. აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ეს გარემოება. მითუმეტეს, გიგი უგულავას დაკავების ფონზე, ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული წამყვანი პარტიები, რასაკვირველია, არ იქნებიან მომხრე, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ და სხვა პოლიტიკურ ინდივიდებსაც, რომლებიც მათზე არიან ჩამოკიდებული, მოუწოდებენ, რომ მათი პოზიცია გაიზიარონ. ეს ერთობის შენარჩუნების გარკვეული წინაპირობაა,“ - აღნიშნა ვოლსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42