„ივანიშვილს ნაცადი საარჩევნო ტაქტიკა ხელიდან გამოეცალა და უმძიმესი დილემის წინაშე დადგა!“ - „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ ექსპრეს-ანალიზი
პოლიტიკა - 14:05, 25 Feb, 2020     1579

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ როგორც ცნობილია, უკვე იწურება ის გონივრული ვადა, რომლის შემდეგ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე დისკუსია პრაქტიკულად აზრს დაკარგავს, რადგან ამის შემდეგ რეფორმების გატარებაზე რომც შეთანხმდნენ, აუცილებელი პროცედურული მომენტების გამო ეს უბრალოდ დროში ვეღარ მოესწრება.

რა სიტუაცია გვაქვს ამ მომენტისთვის?!

ოპოზიციის ერთიანი პოზიცია კვლავ ორი პუნქტისგან შედგება:

1. ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების უპირობოდ განთავისუფლება და ოპოზიციაზე რეპრესიების შეწყვეტა

2. ხელისუფლების მიერ დაპირებული - სამართლიანი, პროპორციული არჩევნების სისტემის მიღება

ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკების პროცესისთვის და არაერთი გონივრული, კომპრომისული ვარიანტებიც შესთავაზა ხელისუფლებას.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აგრძელებს თავისი ხისტი პოზიციის შენარჩუნებას, არ წყვეტს ოპოზიციის დევნას და როგორც სჩანს არც აპირებს რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას. ერთადერთი „სიახლე“ რაც მათ რიტორიკაში გაჩნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების არაერთი გაფრთხილების და მოწოდების შემდეგ, ისაა რომ ცდილობენ მოლაპარაკების ჩაშლა უტიფრად გადააბრალონ ოპოზიციას, რაც რა თქმა უნდა სრულიად მოკლებულია დამაჯერებლობას.

ხელისუფლების ამ „ჩიხურ“ მდგომარეობას, რომელიც მან თავად შექმნა, კიდევ უფრო მეტ დრამატიზმს სძენს ამ ბოლო პერიოდში ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული ძალიან კომპეტენტური და სიღრმისეული კვლევის შედეგები, რომელიც გვიჩვენებს, რომ

ამ მომენტისთვის სახელისუფლებო პარტიის რეიტინგი უკვე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ჯამურ რეიტინგს (სხვაობა დაახლოებით 16% -ია ოპოზიციის სასარგებლოდ), ხოლო ივანიშვილის რეიტინგი უკვე ნაკლებია სააკაშვილის რეიტინგზე !

რაც იმაზე მიუთითებს, რომ

ხელისუფლების ნაცადი და ერთადერთი საარჩევნო სტრატეგია და ტაქტიკა, რომ გააგრძელოს სააკაშვილის დემონიზება და შეაშინოს ამომრჩეველი ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებით, უკვე აღარ მუშაობს !!!

ამომრჩევლის განწყობების დინამიკის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ძველი ტაქტიკა მითუმეტეს ვეღარ იმუშავებს, ხოლო რაიმე პოზიტიურის რეალურად შეთავაზება ხელისუფლებას არ შეუძლია, რაც რა თქმა უნდა მათ შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

შექმნილი სიტუაციის გამო, ხელისუფლება ცაიტნოტშია და დგას დიდი დილემის წინაშე:

1. ან დათანხმდეს პროპორციულ არჩევნებს, შეამციროს რეპრესიული წნეხი ოპოზიციაზე და დემოკრატიულ ფორმატში წააგოს არჩევნები (ხელისუფლების წაგების ალბათობა ძალიან მაღალია)

2. ან, გააგრძელოს ოპოზიციურ პარტიებზე რეპრესიული ზეწოლა, საბოლოოდ ჩაშალოს ოპოზიციასთან დიალოგი და ამით უარი თქვას დაპირებული პროპორციული (სამართლიანი) საარჩევნო სისტემის მიღებაზე, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო დააჩქარებს ხელისუფლების რეიტინგის ვარდნას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება დღევანდელთან შედარებით.

ხელისუფლებამ ამ „გადაუჭრელი“ დილემის წინაშე თავი თავად დაიყენა საკუთარი უგნური და არაკომპეტენტური პოლიტიკის გამო. ამიტომ თუ ის კვლავ ჯიუტად გააგრძელებს თავის ხისტ და არადემოკრატიულ პოლიტიკას, მაშინ არჩევნებზე რა თქმა უნდა ძალიან დიდი კრახი ელოდება.

თუ ხელისუფლება გაბედავს და გულში გაივლებს არჩევნების გაყალბებას, ამით ის თავად გაუკეთებს პროვოცირებას ქვეყნისთვის ძალიან არასასურველ რევოლუციურ პროცესს, რაც მისთვის კარგად ნამდვილად არ დამთავრდება, რადგან ქართველი ხალხი არჩევანის უფლების წართმევის არცერთ ვარიანტში არ მოითმენს.

ხოლო თუ ხელისუფლება მიიღებს ოპოზიციის და საერთაშორისო საზოგადოების პირობებს და დაუყონებლივ დაუბრუნდება დემოკრატიულ პროცესს, მაშინ მაღალი ალბათობით, ივანიშვილს მოუწევს არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რაც ძალიან წაადგება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გადარჩენას და გახსნის გზას ქვეყნის წინსვლის და განვითარებისთვის.

ივანიშვილის ხელისუფლების ასეთ „ჩიხურ“ სიტუაციაში მოხვედრამ, ცხადია მნიშვნელოვნად გაუმარტივა ამოცანა ოპოზიციას. როგორც ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, მთავარი მოთხოვნა, რომელიც ამომრჩევლისგან გამოიკვეთა ოპოზიციის მიმართ, ესაა მისი ერთიანობა და ამ ერთიანობის შენარჩუნება. თუმცა, ჩემი აზრით, ოპოზიციის გამარჯვება და ხელისუფლების ცვლილების საკითხი - ეს, აუცილებელი, მაგრამ სრულიად არასაკმარისი პირობაა ქვეყნის განვითარების და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის.

ძალიან კარგია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დაიწყეს ერთმანეთთან კონსულტაციები სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმის აუცილებლობაზე, რათა სამომავლოდ გამოირიცხოს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხრიდან ძალაუფლების მიტაცების ყველა შანსი, მაგრამ ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პრობლემა.

თანამედროვე განვითარებული სამყარო უკვე გადადის ინდუსტრიული რევოლუციის 4.0 ფაზაში და თუ ჩვენ დროის მოთხოვნებს ვერ ვუპასუხეთ, მაშინ ვერანაირი ხელისუფლების ცვლა ვერ გვიშველის და თანამედროვე კონკურენტულ გარემოში ვერ შევძლებთ წინსვლას და განვითარებას. ჩემი აზრით,

სულ უფრო ნათლად იკვეთება ის ტენდენცია, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში იმ პოლიტიკურ ძალებს ექნებათ წარმატება და სამომავლო პერსპექტივა, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებას წარუდგინონ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის და განვითარების საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი პროგრამა, პროგრამის განხორციელების რეალური მექანიზმები და სხვა დამაჯერებელი გარანტიები!“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42