
გუშინ მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის ვაჟი, თამაზ აფხაიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობის მეგობრები ავრცელებენ.
თამაზი ნანა ფაჩუაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მსახიობი 19 წლის იყო, როდესაც დაქვრივდა - თავის ვაჟზე ორი თვის ფეხმძიმე. მსახიობმა შვილს გარდაცვლილი მეუღლის სახელი დაარქვა. ფაჩუაშვილს ძალიან ბევრჯერ უსაუბრია მის თვალწინ დატრიალებულ დატრიალებულ ტრაგედიაზე.
"თამაზი აღმოსავლური ენების მეხუთე კურსის სტუდენტი იყო უნივერსიტეტში. ბაქოში გადაღებებზე ვიყავი და თამაზმა თავის ძმასთან და მეგობართან ერთად ჩამომაკითხა, სასტუმროში ვიყავით. გახსოვთ, ალბათ, დიდბაბინებიანი მაგნიტოფონები რომ იყო. მაგნიტოფონი ჰქონდა ჩამოტანილი და მეცადინეობდა. ხელში მიკროფონი ეჭირა და უცებ ისეთ ადგილზე მოუხვდა ხელი, წრედი რომ შეიკრა, ხელი ვეღარ აუშვა და იქვე დაიღუპა. იმ მომენტში წამოწოლილი ვიყავი, ყველაფერი ისე წამებში მოხდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი, რა იყო ეს. ხელი რომ მომეკიდა მისთვის, მეც იქვე დავიღუპებოდი – როგორც მითხრეს, ჩემზე გადმოვიდოდა დენი…
ბავშვი უნდა დამეტოვებინა! თამაზის გვარის გამგრძელებელი და ის აუცილებლად ბიჭი იქნებოდა. 31 დეკემბერს მართლაც დაიბადა ბიჭი და მისი სახელი დავარქვი. დაბადება უდიდესი მოვლენა იყო, საყვარელი ადამიანისგან, პირმშო გაჩნდა, მაგრამ დიდი მწუხარებაც გახლდათ. მას მამა არ ჰყავდა. მაინც მარტო ვიყავი. ქალი მამაკაცის სიყვარულით აჩენს შვილს. ეს დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. ჩემი შვილი, თამაზ აფხაიძე, მამამისივით ლამაზი არ არის, მაგრამ მისივე ხმა და მანერები აქვს.
ეს დიდი სტრესი ახალგაზრდობაში მივიღე და დღემდე ვცხოვრობ გარკვეული შიშით. ყველაფერს უფრო მძაფრად აღვიქვამ, ვიდრე შეიძლება ადამიანმა აღიქვას; ბევრად ემოციური გავხდი, სულ ცუდზე ვფიქრობ..." - იხსენებდა ნანა ფაჩუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






