''კორონავირუსი არ არის ისეთი საპანიკო, როგორი დამაშინებელი ინფორმაციაც ისმის''- პაატა იმნაძე
პოლიტიკა - 16:08, 24 Feb, 2020     1262

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, მისივე განმარტებით, ვირუსი სასიკვდილო არ არის, თუმცა გავრცელების ტემპების გამო, "დიდი სიფრთხილეა საჭირო".

მისი თქმით, ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებში გავრცელების შემთხვევები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან ეს ქვეყნები და რამდენად შეძლებენ ვირუსის შეკავებას. იმნაძემ ასევე განაცხადა ტვ. პირველთან საუბარში ამბობს, რომ იმის გამო რომ ირანში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს, რისკი და მზაობა მეტია, რომ საქართველოშიც გამოჩნდეს დაავადებული.

აგრეთვე იმნაძე განმარტავს, რომ "ყოველთვის მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა, მაგრამ აქვე მოსახლეობის თვითშეგნება".

"სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება მსოფლიოში. ირანის შემთხვევები ჩვენ დამატებით რისკის ზონად გვაქცევს, იმიტომ რომ ირანი უკვე მეზობელი ქვეყანაა და საკმაოდ დიდი ურთიერთობები გვაქვს.... ირანში როგორ განვითარდება სიტუაცია ამას გვიჩვენებს უახლოესი დღეების განმავლობაში ინფორმაცია როგორი იქნება, როგორი იქნება გახსნილობა, რას გააკეთებენ კოლეგები ამ ქვეყანაში. მათ აქვთ საკმაოდ მძლავრი სიტემა, დიაგნოსტიკის თვალსაზრისითაც საკმაოდ კარგი აქვთ, მაგრამ მთავარია ღიაობა და როგორ აჩვენებენ ისინი მთელ მსოფლიოს თუ რას აკეთებენ ადგილზე იმისათვის, რომ იქ მოახდინონ ვირუსის მაქსიმალური შეკავება"- იმნაძე.

როგორც იმნაძე განაცხადებს, მეზობელი ქვეყნებთან მუდმივი კომუნიკაციაა, არამარტო ჯანდაცვის სამინისტროსთან, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროც აქტიურად არის ჩართული და "ყველაფერი კონსულტაციების დონეზე წყდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის".

"2005 დაღუპულზე უკვე 25 ათასი გამოჯანმრთელებული მოდის. აქედან გამომდინარე ეს დაავადება რა არის ასეთი საპანიკო, სასიკვდილო დაავადება, რომელიც ისმის ხოლმე ასეთი დამაშინებელი ინფორმაცია. დაავადება ახალია და აქედან გამომდინარე მასზე ბევრი რამე არ არის ცნობილი, მაგრამ ლეტალობა აქვს დაახლოებით პანდემიური გრიპივით, რომელიც 2009-10 წლებში გავრცელდა დედამიწაზე და მით უმეტეს თუ გავითვალიწინებთ, რომ მსუბუქი შემთხვევების დიაგნოსტიკა ბოლომდე არსად არ ხდება"- აღნიშნა მან.

დღეს, NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თხოვა, ნუ უწოდებენ კორონავირუსს სასიკვდილო და მკვლელ ვირუსს. მან მედიას მოუწოდა, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. მისი თქმით, დაავადებათა ეროვნულ ცენტრს ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსით დაავადების 72 000 შემთხვევა აქვს გაანალიზებული.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 77 150 შემთხვევა. გარდაიცვალა 2592 და გამოჯანმრთელდა 24 734 ადამიანი. ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი - 12 ადამიანი ირანში გარდაიცვალა, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 61 შემთხვევა.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ირანთან ფრენები 23 თებერვალს შეზღუდა. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება

მიმდინარე ეტაპისთვის, გადაადგილებისთვის რჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხავენ სახმელეთო გადაადგილების შეზღუდვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42