თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:03, 24 Feb, 2020     1464

თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა - ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ - გიორგი თხელიძემ მოაწერეს.

თანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გამრავალფეროვნებას და მათ ჩართულობას თიბისის კულტურულ-შემეცნებით პროექტებსა და ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში, სემინარებში, ვორქშოპებში.

ღონისძიებაზე თიბისიმ სტუდენტური პროგრამის - TBC Camp გამარჯვებულები, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები - ზურა თავართქილაძე და ლუკა ახალაძე დააჯილდოვა, რომლებმაც პროექტზე - Abbvie იმუშავეს. გამარჯვებულმა გუნდმა თიბისისგან ჯილდოს სახით ბანკის 100 აქცია მიიღო.

პროგრამის - TBC Camp მიზანი სტუდენტების მიერ რეალური სამუშაო გამოცდილების მიღება და მათთვის ფინანსური სექტორის უკეთ გაცნობა იყო. TBC Camp 2019 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის ფინანსების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ჩაინტეგრირდა. სტუდენტებმა მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპი გაიარეს, რომლებიც თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს, სტუდენტებისთვის მიცემულ დავალებასთან დაკავშირებული ბიზნეს-ქეისების განხილვასა და თიბისის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს აერთიანებდა. ბოლო ეტაპზე სტუდენტებმა ჟიურის წინაშე საბოლოო საინვესტიციო პროექტები წარადგინეს.

ახალი თაობა, ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება, თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიეტეტია. ამ მიმართულებით თიბისი რამდენიმე წელია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

200 სტიპენდიატი

თიბისის სტიპენდიატები თიბისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. უკვე მეორე წელია, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სკოლასთან თუ კერძო პირთან ერთად, თიბისი არჩევს ნიჭიერ ბავშვებს, რომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა - თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა, რომლებიც ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენთიბისი

სტატუსის პროექტი - Status Donates

Statusdonates.ge პირველი ქართული საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 30 ბენეფიციარის სწავლა დაფინანსდა.

საგანმანათლებლო ექსკურსიები

თიბისის ორგანიზებული და მხარდაჭერილი გამოფენების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს გიდის თანხლებით, საგანმანათლებლო ტურები და ვორქშოპები უტარდებათ.

პარტნიორობა განათლებისთვის

თიბისი ახალი თაობის წარმომადგენლებს მათ ინტერესებზე მორგებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს სთავაზობს. მაგალითად, ამ ინიციატივის ფარგლებში, თიბისის სტიპენდიატებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ფინანსური განათლების შესახებ, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი - ლადო აფხაზავა კი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა.

პარტნიორობა განათლებისათვის

თიბისი წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია, რომლის ფარგლებშიც კომპანია პატარა მკითხველებს გასართობ-შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს.

ასევე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულმა გუნდმა, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიიღო მონაწილეობა.

სპეციალური შეთავაზებები

საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სპეციალური საჩუქრების გარდა, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ თიბისის მოსწავლის #1 ბარათით ისარგებლონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42